ჩავის "ბარსელონას" გაწვრთნა სურს - SER

ჩავის "ბარსელონას" გაწვრთნა სურს - SER

"ბარსელონას" ლეგენდა ჩავი ერნანდესი, რომელიც, ამჟამად, კატარული "ალ სადის" მთავარი მწვრთნელია, მის მშობლიურ კლუბში დასაბრუნებლად ემზადება.

SER Catalunya-ს ჟურნალისტის, სიკე როდრიგესის ინფორმაციით, ჩავის სურს "ბარსას" მწვრთნელი გახდეს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება გახდება კლუბის პრეზიდენტი. იგი საპრეზიდენტო კანდიდატთან, ვიქტორ ფონტთან საორგანიზაციო სქემაზე დიდი ხანი მუშაობდა.

იმავე წყაროს ცნობით, ესპანელ სპეციალისტს "ბლაუგრანას" გაწვრთნა საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაშიც უნდა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ლაპორტაზე დამოკიდებული იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 26 თებერვალი 2021 20:34
    0
    თუ მოვიდა 1 სეზონი მაინც უნდა ჩავის გუნდი გუნდს, რომ დაამსგავსოს.
    Culé [?]
    #16 26 თებერვალი 2021 18:44
    0
    ვინმე ხომ არ უყურებს ალ სადის თამაშს დღეს?თუ უყურებს ვინმე საყურებელი ლინკი რომ ჩააგდოს თუ არ დაეზარება რომელიმე არხზე უცხოენოვან გავიდოდა სავარაუდოდ.
    ფანი [?]
    #15 25 თებერვალი 2021 15:36
    0
    მოდი ბიჭო მიდი ამაზე უარესი რაღა უნდა მოუვიდეს გუნდს შენი გამოუცდელობით აქ დახვეწავ და შენ გემოზე ააწყობდი ყველაფერს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 25 თებერვალი 2021 14:37
    0
    მიუხედავად იმისა ვინ იქნება პრეზიდენტიო? სად დაერხა ფონტს ისედაც წაგებული ქონდა და ეხლა ხო საერთოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #13 25 თებერვალი 2021 14:32
    1
    ჰავიიიი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 25 თებერვალი 2021 14:07
    0
    "SER Catalunya-ს ჟურნალისტის, სიკე როდრიგესის ინფორმაციით, ჩავის სურს "ბარსას" მწვრთნელი გახდეს"
    საინტერესოა, ამას ჩავიმ პირადად უთხრა თუ ახლობელმა შეატყობინა. სადმე ეწერა რომ ჩავის ბარსელონას მწვრთნელობა უნდაო ამა და ამ ინტერვიუშიო?
    ფანი [?]
    #11 25 თებერვალი 2021 14:06
    2
    ყველამ ისწავლა უკვე ფეხბურთის თამაში და ჩვეულებრივი დონის ტიკი-ტაკაც გაიშიფრა უკვე მეტ-ნაკლებად, მოძველდა. პეპის დონის და სტილის მწვრთნელი თუ ითამაშებს მარტო ასეთ ფეხბურთს ეფექტურად. იმედია ჩავიც მის გზას დაადგება, თუ არადა სხვა სტილზე უნდა გადაინაცვლოს ნელ-ნელა ბარსელონამ, ტემპს მოუმატოს და არაფრის მომცემი პასებისგან შეიკავოს თავი
    --------------------
    #infinit8iniesta
    Culé [?]
    #10 25 თებერვალი 2021 13:43
    2
    ჩავის მოსვლა მეც ძალიან მინდა, თუმცა ჯერ ალბათ თვითონაც არ მოვა ჩემი აზრით, ერთი სეზონი მაინც
    Culé [?]
    #9 25 თებერვალი 2021 13:17
    4
    კუმანი რო გასაშვებია ორი აზრი არ არსებობს.ხავი უნდა მოვიდეს ჩემი აზრით ზაფხულში და უნდა მიეცეს დრო.აი კუმანის გუნდს რო ვუყურებ განვითარების ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ.იგივე შეცდომები,ისეთივე დაბალი ტემპი.ერთი რო დეიონგი მოხოდა და პედრის აძლევს დროს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #8 25 თებერვალი 2021 13:09
    1
    შეიძლება დროის საკითხია მისი მოყვანა მაგრამ ხავის რა აქვს დასაწუნი ვერაფრით ვერ ვიგებ და რატომ არ უნდა ჩაანაცვლოს კუმანი ან რა მიზეზით ჰგონიათ რომ ვერ შეძლებს ბარსელონას გაწვრთნას.
    ფანი [?]
    #7 25 თებერვალი 2021 12:53
    6
    ვნახე ამის ტიკი-ტიკა ალ-სადის ფეხბურთელებით. ეგაა ის ფეხბურთი როგორსაც გვარდიოლა ათამაშებდა. იმ ბარსას კი არ ვადარებ მარა პასს რაღაც დატვირთვა აქვს, აქ 900 პასიდან 800 ზედმეტი. უაზრო ბურთის გორაობა. გუშინ მესიმ გამოანათა და გამოვარდა კუმანი უფ შესანიშნავი მატჩი იყოო, რო არ გაეტანა კიდევ ერთუ უსახური მატჩი იქნებოდა. ჯობია ჩავის აცადონ 1 სეზონი გუნდის აწყობა ვიდრე ეს მწვრთნელების ექსპერიმენტები ატარონ.
    Culé [?]
    #6 25 თებერვალი 2021 12:51
    2
    ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს ხავის ბევრი როგორც ჯერარდია განვითარებული
    გულშემატკივარი [?]
    #5 25 თებერვალი 2021 12:15
    3
    ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი ხავიზე უარს ვერავინ იტყვის. დროის საკითხია მხოლოდ
    გულშემატკივარი [?]
    #4 25 თებერვალი 2021 12:01
    4
    იდეალური ვარიანტი ამ კრიზისის შედარებით უმტკივნეულოდ გადასატანად ვალვერდე იყო, მაგრამ ვერ მიუხვდა ხალხი ყოფილ პრეზიდენტს ამ ჩანაფიქრს. ხალხს ლაპორტას და ფონტის პოპულიზმი უფრო კარგად ესმის ვიდრე ხოსეპ მარიას ჩუმი ჩანაფიქრები
    Culé [?]
    #3 25 თებერვალი 2021 12:01
    1
    ვნახოთ ლაპორტა რას მოიფიქრებს❤️
    Culé [?]
    #2 25 თებერვალი 2021 11:33
    5
    კაცმა იცის რო მზადაა და კუამის პერსოფანები რო იწუნებთ და ლამპარდს ადარებთ ჩავი და ლამპარდი ერთია? ჩავი ტვინით დადიოდა მოედანზე და ლამპარდი ფიზიკით. სხვაობის დანახვა ასეთი რთულია?
    --------------------
    once a cule!!!
    always a cule!!!
    Culé [?]
    #1 25 თებერვალი 2021 11:20
    1
    ჩავი გაასწორებს
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️