ანდრეს ინიესტა ბარსელონაში ყოფნის პერიოდს იხსენებს

ანდრეს ინიესტა ბარსელონაში ყოფნის პერიოდს იხსენებს

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა, რომელიც ამჟამად ტრავმას იშუშებს, ძველ დროს იხსენებს.

ოფიციალური დებიუტი ლა ლიგაში

ეჭვგარეშეა, რომ ჩემს კარიერაში ეგ დღე უმნიშვნელოვანესი იყო. ელიტურ ლიგაში ოფიციალური დებიუტი საკმაოდ განსაკუთრებულია.

პირველი გოლი ლა ლიგაში

"სორილიაზე" ვთამაშობდით. მატჩი სასტარტოდან არ დამიწყია - მოედანზე გამოვედი და გოლი გავიტანე. ამაღელვებელი გრძნობა იყო.

"ბარსელონას" კაპიტნობა

უპირველეს ყოვლისა, ეს თავიდანვე დიდი პასუხისმგებლობა იყო. ეს ყველასთვის ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით კი, "ბარსელონას" აღზრდილებისთვის. 

2-6 "ბერნაბეუზე"

არსებობს მატჩები, რომლებიც ყველას ახსოვს. იმ დროს ლა ლიგაში მატჩები ურთულესი იყო... თავიდან ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა შემდეგ გუნდურად ვითამაშეთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა ვაჩვენეთ.

უკანასკნელი თამაში "ბარსას" რიგებში

როდესაც მოედნიდან გადიხარ ან მინდორზე შეაბიჯებ, ემოციები გეძალება. საოცარი დამშვიდობება იყო.

პედრი გონსალესი

მას უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, რომ განვითარებისთვის იდეალურ კლუბში იმყოფება. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 თებერვალი 2021 22:16
    0
    რეალს, რომ დაუბაბანა ბერნაბეუზე, მგონი ბოლო გოლი იყო რეალის კარში ანდრესისგან.
    გულშემატკივარი [?]
    #5 24 თებერვალი 2021 21:47
    0
    მსოფლიო ლეგენდა🎩🎩🎩🎩🎩
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 თებერვალი 2021 20:21
    2
    როგორ გვაკლიხარ დონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 24 თებერვალი 2021 18:54
    2
    ჯადოქარი barca-1
    ფანი [?]
    #2 24 თებერვალი 2021 18:28
    0
    ეჰ ახლაც გვყავდე და არამარტო შენ გუნდში რაღა გვიჭირდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 თებერვალი 2021 18:16
    1
    უკანასკნელი თამაში "ბარსას" რიგებში.
    ეს ის თამაში ხო არ არის ლეომ რო გაატანინა, მე მგონი 4-0 მოვიგეთ