სანტი კასორლა: ჩავი პაუ ტორესზე ხშირად მეკითხება, მას "ბარსას" სტილი აქვს

ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი სანტი კასორლა, რომელიც ყატარში ჩავი ერნანდესის გუნდში თამაშობს, "ვილიარეალის" ცენტრალურ მცველზე, პაუ ტორესზე საუბრობს.
- ციტირებს სანტი კაორლას სიტყვებს RAC1.
ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" მომდევნო მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია და შესაძლოა 24 წლის უკანახაზელს ის "ბლაუგრანაში" მიწვევის მიზნით აკვირდება.
პაუ ტორესი "ვილიარეალის" სკოლის აღზრდილია. "ყვითელი წყალქვეშა ნავის" პირველ გუნდში ის მე-2 სეზონს ატარებს და სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ტორესმა ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
პაუ ტორესი ცაციაა და ის მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. სწორედ ამ პოზიციაზე უჭირს "ბარსელონას" ყველაზე მეტად.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებში უკვე 7 თამაშის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოასწრო. Transfermarkt მას 50 მილიონ ევროდ აფასებს, გამოსასყიდ თანხად კი ფეხბურთელს 2024 წლამდე მოქმედ კონტრაქტში 65 მილიონი ევრო აქვს მითითებული.
იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" პაუ ტორესის შეძენას გადაწყვეტს, კატალონიელებს კონკურენციის "რეალისთვის" გაწევა მოუწევთ.
რაც შეეხება კასორლას - ის პაუ ტორესთან ერთად "ვილიარეალში" 2 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. ამ ფეხბურთელებმა ერთად 31 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]