ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 24 თებერვალი
- 24-02-2021, 09:57
-
Writer
- 7

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 თებერვალს მოხდა.
თამაშები
24 თებერვალს "ბარსელონას" 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1991 წელი
"ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" სტუმრად 5-1 დაამარცხა, ჩიკი ბეგირისტაინმა კი ლა ლიგაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.
1997 წელი
პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ ქალაქ ბარსელონაში შეხვედრა გამართა. განსახილველი საკითხი ჟან-მარკ ბოსმანის წესისგან სარგებლის მიღება იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც იყვნენ დიეგო მარადონა, ალფრედო დი სტეფანო და იოჰან კრუიფი.
2003 წელი
გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ანტონი ტორესი.
2008 წელი
"ლევანტესთან" 5-1 მოგებულ შეხვედრაში სამუელ ეტო'ომ ლა ლიგაში "ბარსას" მაისურით პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა.
2018 წელი
"ბარსელონამ" "ჟირონა" 6-1 გაანადგურა და ლა ლიგაში ზედიზედ 32-ე წაუგებელი თამაში ჩაატარა.
2015 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტი" 2-1 დაამარცხა. ამ ტურნირზე თავისი პირველი დუბლი გაიფორმა ლუის სუარესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]