ფრენკი დე იონგი დისკვლაფიკაციის ზღვარზე - წინ "სევილიასთან" თამაშია
- 24-02-2021, 01:22
-
DaviD_ViLLa_7
- 17

"ბარსელონას" ერთ-ერთ ლიდერს ფრენკი დე იონგს ლა ლიგაში დისკვალიფიკაციის საშიშროება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დღეს "ელჩეს" წინააღმდეგ ძალიან ფრთხილად თამაში მართებს.
Sport-ის ცნობით, ნიდერლანდელ ნახევარმცველს ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა. თუ 23 წლის მოთამაშე დღევანდელ შეხვედრაში გაფრთხილებას მიიღებს, ის პრიმერა დივიზიონში "სევილიასთან" მომდევნო მნიშვნელოვან მატჩს გამოტოვებს.
დე იონგის შემდეგ შედარებით ფრთხილად თამაში მოუწევს ლიონელ მესის. არგენტინელის აქტივში 3 ყვითელი ბარათია. მას 2 გაფრთხილებით ჟერარ პიკე, ანტუან გრიზმანი, ჟორდი ალბა და ოსკარ მინგესა მოსდევენ.
"ბარსა" "ელჩეს" დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება, "სევილიას" კი - შაბათს 19 საათსა და 15 წუთზე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]