თომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე რონალდ კუმანის მიღწევა გაიმეორა
- 24-02-2021, 00:49
-
ჯერემი რენერი
- 8

"ბარსელონას" ამჟამინდელი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ლიგის ერთ სეზონში ორი გუნდი გაწვრთნა. ნიდერლანდელმა 2007/2008 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "პსვ" და "ვალენსია" ათამაშა.
OptaFranz-ის ცნობით, კუმანის შემდეგ ამ მიღწევას დღეს მეორე მწვრთნელიც შეუერთდა. თომას ტუხელი, რომელმაც სეზონი "პარი სენ-ჟერმენში" დაიწყო და პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს თავკაცობდა, ამჯერად პლეი-ოფში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, ლონდონის "ჩელსის" მწვრთნელის რანგში ვიხილეთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]