"ელჩესთან" მატჩის შემადგენლობის 3 ვარიანტი - ლანგლე სათადარიგოზე?
- 23-02-2021, 23:58
-
DaviD_ViLLa_7
- 8

"ბარსელონა" ხვალ ლა ლიგაში მორიგ თამაშს ჩაატარებს. "კადისთან" ფრედ დასრულებული მატჩის (1-1) შემდეგ, რონალდ კუმანის გუნდისთვის "ელჩეს" დამარცხება და 3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება.
Tribuna ხვალინდელი შეხვედრის შემადგენლობის 3 სავარაუდო ვარიანტს წარმოგვიდგენს:
ვარიანტი 1
შემადგენლობა: ტერ შტეგენი - დესტი, პიკე, უმტიტი, ალბა - პიანიჩი, დე იონგი, პედრი - ტრინკაუ, მესი, დემბელე.
- "კადისთან" დაშვებული უხეში შეცდომის გამო, კლემან ლანგლემ "ელჩესთან" მატჩში, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს, მისი ადგილი კი სამუელ უმტიტიმ დაიკავოს.
- "სევილიასთან" მომდევნო მნიშვნელოვანი მატჩების გამო, კუმანმა, შესაძლოა, სერჟიო ბუსკეტსის სასტარტოში დაყენებაზე უარი თქვას და მის ნაცვლად ძირითადში მირალემ პიანიჩი ვიხილოთ.
- ასევე, ივარაუდება, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი დასვენების საშუალებას მისცემს ანტუან გრიზმანსაც და არჩევანს ფრანსიშკუ ტრინკაუზე შეაჩერებს.
ვარიანტი 2
შემადგენლობა: ტერ შტეგენი - მინგესა, პიკე, ლანგლე, ალბა - ბუსკეტსი, დე იონგი, პუჩი - დემბელე, მესი, გრიზმანი.
- არაა გამორიცხული, რომ კუმანი ლანგლეს კიდევ ერთხელ ენდოს და ფრანგი მცველი "ელჩესთან" თამაშის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.
- თუ დესტი ჯერ 100%-ით მზად არაა, იგი დაცვის მარჯვენა ფლანგზე, შესაძლოა, ოსკარ მინგესამ შეცვალოს.
- პედრიმ, რომელიც რეგურალურად სასტარტოში თამაშობს, შესაძლოა, დაისვენოს და მის ადგილი რიკი პუჩმა დაიკავოს.
ვარიანტი 3
შემადგენლობა: ტერ შტეგენი - დესტი, მინგესა, პიკე, ფირპო - დე იონგი, პუჩი, პედრი - დემბელე, მესი, გრიზმანი.
- განვიხილოთ იმის ალბათობაც, რომ კუმანი ნახევარდაცვას პუჩი-დე იონგი-პედრის ტრიოს ანდობს.
- ლანგლესა და უმტიტის ბოლოდროინდელი არასახარბიელო თამაშოს გამო, დაცვის ცენტრში, შესაძლოა, მინგესა და პიკე ვიხილოთ, ფლანგებზე კი - დესტი და ჟუნიორ ფირპო. შემადგენლობის ეს ვარიანტი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.
თამაში ხვალ თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]