"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: გრიზმანი "ბარსელონაში" ბედნიერი იქნება
- 23-02-2021, 22:31
-
DaviD_ViLLa_7
- 11

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო დარწმუნებულია, რომ მისი კლუბის ყოფილი და "ბარსელონას" ამჟამინდელი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი კატალონიურ გუნდში თავის თავს იპოვის.
გრიზმანმა პირადი გადაწყვეტილება მიიღო. ანტუანს ვუსურვე, რომ იმ გუნდში, სადაც გადადიოდა, ისე უყვარდეთ, როგორც ის აქ უყვარდათ. მჯერა, რომ, მიუხედავად რთული პერიოდისა, იგი "ბარსელონაში" წარმატებული იქნება.
- ენრიკეს ამ სიტყვებს El Larguero ციტირებს.
ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. ფრანგი შემტევი, "ბლაუგრანაში" გატარებულ პირველ სეზონთან შედარებით, მიმდინარე სეზონში ბევრად უკეთ გამოიყურება. მის აქტივში 34 თამაში, 12 თამაში და 10 ასისტია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]