არგენტინის პრეზიდენტი ლეო მესის თვითმფრინავით სარგებლობს
- 23-02-2021, 21:35
-
Tsitsi
- 5

Marca-ს ინფორმაციით, არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი მექსიკელმა კოლეგამ, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა მექსიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 200 წლისთავის აღსანიშნავად თავის ქვეყანაში მიიწვია.
საინტერესოა, რომ, როგორც მადრიდული გამოცემა იუწყება, ფერნანდესი ამ შეხვედრაზე ლიონელ მესის თვითმფრინავით გაემგზავრა. როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ლიდერმა პრეზიდენტს იგი 4 დღით, 160 000 დოლარად მიაქირავა.
აღნიშნული თვითმფრინავი "ლა პულგამ" 2018 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა, მისი ღირებულება კი 15 მილიონი დოლარია.
როგორც წყარო იტყობინება, როცა ლეო მესი არგენტინაში არაა, თვითმფრინავი ლეგენდარული ფეხბურთელის მშობლიური ქალაქის - როსარიოს აეროპორტშია დაბინავებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]