ბარსა მირანდას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ბარსა მირანდას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

კატალონიის "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი, ხუან მირანდა ამჟამად იჯარით "ბეტისში" ასპარეზობს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსა" ახალგაზრდა მცველის თამაშით კმაყოფილია, რის გამოც კლუბი მას კონტრაქტს 2 წლით გაუხანგრძლივებს. ესპანელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს იწურება.

21 წლის უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 15 მატჩში თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

ხუანი 2019/20 წლების სეზონში გელზენკირხენის "შალკეში" იყო განათხოვრებული.

მომავალში, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა, მირანდა ჟორდი ალბას შემცვლელად ვიხილოთ, ამ პოზიციაში კი გუნდს ნამდვილად უჭირს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 თებერვალი 2021 19:15
    0
    რავიცი, ალბაზე უარესი რაღა უნდა იყოს დაცვაში. თავდასხმას არ ვგულისხმობ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 თებერვალი 2021 11:54
    0
    Bobi,
    კუკურელია დაცვაში არი დირკა.ხეტაფეშიც და ეიბარშიც 4-4-2 ის მარცხენა ნახ.მცველად თამაშობდა და შეტევაში ძაან აქტიურია.დაცვას რაც შეეხება კაკაბაძეს ყავს ნათრევი საკაიფოდ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #5 23 თებერვალი 2021 23:28
    1
    ევროპა მარტომ ირბინა ამ ბიჭმა საკმაოდ კაი ბიჭია მე მაგრად მომწონს ბევრიაქ სასწავლი მარა აქ ხარისხი და ტვინი ჩემი აზრით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 თებერვალი 2021 23:24
    1
    ფირპოზე უარესი არ იქნებოდა კუკურელა და არც ეს ბიჭი ჩემი აზრით
    Culé [?]
    #3 23 თებერვალი 2021 22:50
    1
    კუკერელია როგორ გაუშვეს დღემდე ვერ ვინელებ, იმ ფასად და უფრო ძვირად კი ფირპოა ნაყიდი 😅
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 თებერვალი 2021 22:20
    1
    რა მირანდა ფირპოზე უარესია ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 თებერვალი 2021 21:46
    1
    ვერა რა, მარცხენა მცველი ვერ გაზარდეს.