ოფიციალურად: პაუ გასოლი "ბარსელონაში" ბრუნდება

ოფიციალურად: პაუ გასოლი "ბარსელონაში" ბრუნდება

ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი, პაუ გასოლი "ბარსელონაში" ბრუნდება. 40 წლის კალათბურთელმა ამის შესახებ საკუთარი Twitter-ის გვერდზეც დაწერა. ინფორმაცია უკვე დაადასტურა "ბარსას" საკალათბურთო გუნდის ოფიციალურმა Twitter-ის გვერდმაც. 

გასოლის უკანასკნელი კლუბი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "პორტლენდი" გახლდათ, საიდანაც ის 2019 წელს წამოვიდა. გასოლი "ბარსელონას" ღირსებას 1999-2001 წლებშიც იცავდა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA)

გასოლმა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაცია (NBA) თითქმის 20 წელი ითამაშა, სხვადასხვა დროს იგი "მემფისის" (2001-2008), "ლეიკერსის" (2008-2014), "ჩიკაგოს" (2014-2016), "სან ანტონიოსა" (2016-2019) და "მილუოკის" (2019) ღირსებას იცავდა. გასოლმა 2009 და 2010 წლებში "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ერთად NBA მოიგო, ესპანეთის ნაკრებთან ერთად კი ერთხელ მსოფლიოს, სამჯერ კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ესპანელმა 6-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩი" (NBA All-Star Game) - 2006, 2009, 2010, 2011, 2015 და 2016 წლებში.  

100-ზე მეტი მატჩი "ბარსელონაში" 

გასოლმა "ბარსაში" პირველი სამი თამაში 1998/1999 სეზონში ჩაატარა, 1999/2000 სეზონი კი აიტო გარსია რენესესის ხელმძღვანელობით მისი აღზევება იყო, მან ორჯერ მოიგო ქვეყნის პირველობა (1999 და 2001 წლებში), ესპანეთის თასი (2001), საერთო ჯამში კი 108 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 24 თებერვალი 2021 19:18
    0
    პენსიაზე გავიდა თუ კიდევ აპირებს თამაშს.
    Culé [?]
    #8 24 თებერვალი 2021 14:25
    0
    არ მეგონა ეს კიდევ თუ თამაშობდა მოეყვანათ ბარსელონას კაცთა გუნდში იქნებ ეშველოთ 2 მეტრი და 15 სანტიმეტრია.
    Culé [?]
    #7 24 თებერვალი 2021 11:52
    2
    კალათბურთში,ფუტსალში,ქალების ფეხბურთში,გორგოლაჭებიან ჰოკეიშიც კი საქმე საათივითაა აწყობილი და კაცების ფეხბურთს რა ჭირი ეტამა.პრინციპში მაგ ჭირის სახელი ბართომეუა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #6 24 თებერვალი 2021 00:30
    4
    აქეთ გასოლი, იქეთ მიროტიჩი. წესით, ცალი ხელით უნდა მოიგონ ყველაფერი. მწვრთნელიც შესანიშნავი ჰყავთ.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #5 23 თებერვალი 2021 22:55
    2
    კალათბურთის ერთი მატჩიც არ მექნება ნანახი თავიდან ბოლომდე, თუ ნაკრებს არ ჩავთვლით თუმცა ეს და ნავაროა კიდევ მგონი ,გამიგია 😁💙❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 თებერვალი 2021 22:19
    3
    აღარ დაბერდა ეს ოხერი? ❤️❤️
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 თებერვალი 2021 21:38
    2
    სპორტსმენისთვის 40 წელი ცოტა არაა.
    რედაქტორი [?]
    #2 23 თებერვალი 2021 21:14
    4
    ლეგენდა! ბარემ ნავაროც დაბრუნდეს 1-2 სეზონით..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 თებერვალი 2021 21:04
    3
    საფეხბურთო გუნდშიც მოუხდებოდა ბარსას, 9-იანზე, ჩამოწოდებულ ბურთებს ტავით მოიგებდა, რამდენია სიმაღლით?! 2.16 არა? კუთხურებს აზრი მიეცემოდა smiley ნახტომი იცის და კალათბურთელებიც ხომ დარბიან? სპორტსმენია ბოლო-ბოლო smiley