ანსუ ფატი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია
- 23-02-2021, 18:41
-
Tsitsi
- 11

Transfermarkt-მა 19-წლამდე მოთამაშეთა სატრანსფერო ფასები განაახლა. ახალი მონაცემების მიხედვით, კატალონიის "ბარსელონას" ტალანტი, ანსუ ფატი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია.
წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ზემოხსენებული პლატფორმის თანახმად, 80 მილიონი ევრო ღირს. ამ მაჩვენებლით საუკეთესო ხუთეულში "ბლაუგრანადან" კიდევ ერთი ფეხბურთელი - პედრი გონსალესი მოხვდა, რომელიც 50 მილიონი ევრო ღირს.
გთავაზობთ ხუთეულს:
- ანსუ ფატი - 80 მილიონი
- ედუარდო კამავინგა - 60 მილიონი
- პედრი - 50 მილიონი
- მეისონ გრინვუდი - 50 მილიონი
- ფლორიან ვირტცი - 45 მილიონი
- ბუკაიო საკა - 40 მილიონი
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]