კლემან ლანგლე დამწუხრებულია

კლემან ლანგლე დამწუხრებულია

La SER-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი მცველი, კლემან ლანგლე "კადისთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ძალიან დამწუხრებულია.

ფეხბურთელი იაზრებს, რომ "ბლაუგრანას" ქულების დაკარგვა სწორედ მის კისერზეა.

რაც შეეხება კლუბის პოზიციას - კუმანმა "ელჩესთან" მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს დილით ლანგლეს ესაუბრა. თუმცა, თავკაცი 2 ქულის დაკარგვაში მთლად ფრანგს არ ადანაშაულებს:

ვიცით, რომ ინდივიდუალური შეცდომების გამო ბევრი ქულა დავკარგეთ, თუმცა ერთი ადამიანის დადანაშაულება უსამართლობა იქნებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 24 თებერვალი 2021 19:28
    0
    თუმცა ერთი ადამიანის დადანაშაულება უსამართლობა იქნებოდა???
    და სულ რო ეგ გვაკარგვინებს ამდენი ხანია, მაინც ვერ დავადანაშაულებთ?
    [?]
    #13 24 თებერვალი 2021 02:20
    1
    ციტატა: madzgara33
    თუ 2 ქულით წავაგებთ ჩემპიონატს ლენგლე დავწვათ😂😂😂😂

    6 ქულითაც რო წავაგოთ მაინც დავწვათ. ბევრად მეტი დაგვაკარგინა. სელტასთანაც სცადა თავი რო ძალით გაიგდო წელს, უბრალოდ მოვიგეთ, და ბეტისთან შარშან, ისიც მოვიგეთ. ისე პენალტის აკიდებას გააგდონ ხოლმე, სულ ვიგებთ როცა აგდებენ. გუნდიდან გააგდონ და ლიგასაც მოვიგებთ :D ოღონთ 9-10 კაციც მიაყოლონ
    ფანი [?]
    #12 23 თებერვალი 2021 23:06
    0
    ცოტაც მოვითმინოთ კულეებო!
    ლაპორტა მოვა თუ არა კუმანას და ლენგლეს პირველს ეთყვის ჩემოდნები ჩააწყოს და ჰაიდაააა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 23 თებერვალი 2021 21:16
    2
    ამ ერთ თამაშზე არაა საუბარი, ზოგადად სუსტია და ყველამ ათრია პოლის ტილოსავით.
    Culé [?]
    #10 23 თებერვალი 2021 20:57
    1
    თუ 2 ქულით წავაგებთ ჩემპიონატს ლენგლე დავწვათ😂😂😂😂
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #9 23 თებერვალი 2021 20:01
    1
    დამწუხრებული კი არა დროზე აბარგდესბაქედან იმ შეცდომებსაც რომ თავი დავანებოთ რაც აქამდე იკისრა, ისედაც ტიპი ნულია ბავშვივით აფორთხიალებს ყველა ერთი ის იცის გიჟივით მივარდნა დ უაზრო ჯარიმის აკიდება.დე ლიხტზე გაიწიონ ამ ზაფხულს თუ არადა კიდევ ბევრჯერ გავასხავთ ამ უაზრო დაცვის გამო
    გულშემატკივარი [?]
    #8 23 თებერვალი 2021 18:50
    1
    ლანგლეს 8-2 ამდე არა უშავდა. იმის მერე გამოდებილდა.
    Culé [?]
    #7 23 თებერვალი 2021 18:32
    1
    ბიჭო კაი ვერ თამაშობ და შეცდიმებს უშვებ, იმას ხო მაინც უნდა ხედავდე რომ არ ხარ შესაბამისი დონის! შარშანდელი სეზონი რას გავდა, მაგის მერე ვერ უნდა მიმხვდარიყო რომ აქ აღარ დაედგომებოდა?! დამწუხრებული კიარა გაქალაჩუნებულები არიან, პროფესიონალიზმი აკლიათა ამასაც და კიდე ბევრს გუნდში! ყოველი დაშვებული შეცდომის და კრიტიკის მერე კიარ უნდა იტირო, შენს შეცდომებს უნდა დაუკვირდე და გამოასწორო! ამან რა გამოასწორა? ყველა თამაშში პენალტს იკიდებს ფაქტიურად🤬
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #6 23 თებერვალი 2021 18:31
    4
    კი ესეც უშვებს შეცდომებს, უმტიტიც და რავი ყველა მცველი მარა მოდიი სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში.. კადისია ბოლობოლო რამე გრანდი ხოარაა? გაენძრიათ ერთი ადგილი და გაეტანათ მეტი გოლი.. მარტო ლენგლეს ბრალი არაა ქულების დაკრგვა
    გულშემატკივარი [?]
    #5 23 თებერვალი 2021 18:22
    7
    კიი ძაან ცუდი მცველია, მარა დაადანაშაულო მარტო ლენგლე, არაობიექტურია... ბარსელონა რო ხარ და კადიზს ერთი გოლის მეტს ვერ უტან, იმასაც პენლიდან, ლენგლესთან რა გინდა... მალდინი ნესტაც უშვებდა თამაშებში თითო ორ გოლს, პუიოლიც იკიდებდა მაგ პენლებს.. მთავარი პრობლემა შეუთამაშებელი შეტევა და ცენტრია და არა ლენგლე...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 თებერვალი 2021 18:13
    2
    გადახვიეთ ხელი ერთმანეთს და კარი მარჯვნივ რონალდ....
    თუმცა არსებობს გეგმა-ბ;
    რადგან არსებობს ბარსა-ბ
    მაქვს იდეა, ლენგლე-უმთითი ბარსა ბ-ში, სანამ გაიყიდებიან და კომასი-კუენკა პირველ გუნდში
    Culé [?]
    #3 23 თებერვალი 2021 18:08
    2
    დამწუხრებული კიარა, ნამუსი თუ აქვს ოდნავ მაინც თავისი ნებით უნდა წავიდეს. მაგრამ ბართომუემ წასვლის წინ 6 წლიანი გაუფორმა. მაოხრებელი მკვდარი როა იგავი ბართომუეს ნაირებზეა.
    Culé [?]
    #2 23 თებერვალი 2021 18:03
    2
    მოსაზრების უნარი აქვს საერთოდ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 თებერვალი 2021 17:55
    5
    ყველა დაშვებული შეცდომის უკან რო ის ერთი ადამიანია მაგას რა ვუყოთ?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued