MD: კოუტინიოს გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე ცუდად მიმდინარეობს
- 23-02-2021, 12:49
-
josephk
- 8

"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო, სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში დაბრუნებას ვერ შეძლებს, იტყობინება Mundo Deportivo.
გამოცემის თქმით, კოუტინიოს მუხლი, რომელსაც 2 იანვარს ოპერაცია ჩაუტარდა, კვლავ, შეშუპებულია. მისი რეაბილიტაციის სავარაუდო პერიოდად 3 თვე სახელდებოდა, თუმცა, შესაძლოა, მას დრო კიდევ დასჭირდეს.
28 წლის შემტევმა დაზიანება "ეიბართან" გამართულ შეხვედრაში მიიღო. მიმდინარე სეზონში კოუტინიომ 14 მატჩის ჩატარება მოასწრო, მის მონაგარს 3 გოლი და 2 ასისტი შეადგენს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]