ჟერემი მატიე: ვიცი ლანგლე რასაც განიცდის
- 23-02-2021, 11:42
-
josephk
- 10

"ბარსელონას" ყოფილი ცენტრალური მცველი, ჟერემი მატიე, თანამემამულე კლემან ლანგლეს შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ის ზეწოლა, რაც ახლა 25 წლის ფეხბურთელზე ხორციელდება, მას უკვე გამოცდილი აქვს.
"ბარსელონაში" ძალიან ცუდი ბოლო სეზონი მქონდა. არ ვიცი, მე რატომ მაკრიტიკებდნენ, ფეხბურთს ხომ თერთმეტი ფეხბურთელი თამაშობს. გუნდში თავს მარტო ვგრძნობდი, თანადგომა არავის გამოუხატავს. ეს, ჩემთვის, ფეხბურთი არ არის.
ახლა, ყველა ლანგლეს უტევს, მე ვიცი ეს რა გრძნობაა. მან უნდა სცადოს და დადებითი განწყობა შეინარჩუნოს, რათა სიტუაციის შეცვლა შეძლოს.
- ამბობს მატიე RAC1-თან საუბარში.
ფრანგი "ბლაუგრანას" რიგებში 2014-2017 ასპარეზობდა. მან საფეხბურთო კარიერა გასულ ზაფხულში დაასრულა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]