მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე ვიმყოფები - ლუის სუარესი

მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე ვიმყოფები - ლუის სუარესი

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი შემტევი, ლუის სუარესი France Football-თან ინტერვიუში კლუბის დატოვების პერიოდს იხსენებს.

"ბლაუგრანაში" გატარებული ბევრი წლის შემდეგ, მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე ვიმყოფები და კვლავაც შემიძლია გამოსადეგი ვიყო, თუნდაც ესპანურ ელიტაში.
ლიონელ მესი ძალიან მენატრება.
"ბარსადან" წამოსვლა საბოლოო ჯამში, ჩემთვის კარგი გამოდგა. ყველაზე რთული ჩემი ოჯახის დარწმუნება იყო.
ყველაზე მეტად კლუბის თავკაცების კომენტარები მაღიზიანებდა - ისინი თვლიდნენ, რომ ბებერი ვარ და მაღალ დონეზე თამაში არ შემიძლია.
როდესაც კლუბს იცვლი და ისევ იმ ქვეყანაში რჩები, რა თქმა უნდა, ატმოსფერო დიდებული ვერ იქნება. 
კვლავ იგივე ჩემპიონატში დავრჩი, რის გამოც, დიდ სხვაობას ვერ ვგრძნობ. ესპანეთის ლიგაში მიღებული გამოცდილება დამეხმარა, რომ სეზონი შემართებით დამეწყო.
მართალია, რომ ბარსელონა გვენატრება, თუმცა უნდა ვაღიარო - იქ ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, სადაც ჩემი ყოფნა არ უნდოდათ.
"ბარსას" ახლა ბევრი ცვლილება სჭირდება. ყველაზე მეტად ჩემი წამოსვლის ფორმამ გამაბრაზა.
ყოველთვის ვცდილობდი, რომ კლუბისათვის გამოსადეგი პროფესიონალური ფორმა შემენარჩუნებინა. არ არის მარტივი, რომ "ბარსაში" 6 წლის განმავლობაში ერთ დონეზე ითამაშო.
ვფიქრობ, რომ როდესაც ჩემი გაშვების თაობაზე მესაუბრნენ, მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინათ. მითხრეს, რომ ჩემზე იმედებს არ ამყარებდნენ - ასე რომ, გადავწყვიტე "ატლეტიკოში" გადავსულიყავი და მეჩვენებინა, რისი გაკეთება შემიძლია.
ანუ, "ატლეტიკოში" გადაბარგება კლუბის გადაწყვეტილება არ იყო - ეს თავად მინდოდა. "ბარსას" აღარ ვჭირდებოდი, მე კი უკვე იმ ასაკში ვარ, რომ გადავწყვიტე, სად უმჯობესი იქნებოდა წასვლა.
მათ სიტყვებს მივიღებდი, მოთხოვნილი სტანდარტები ყოველთვის რომ არ დამეკმაყოფილებინა. შესანიშნავი სტატისტიკა მქონდა - ყოველ სეზონში 20 გოლზე მეტს ვიტანდი.
ლეო მესის შემდეგ ყოველთვის საუკეთესო ვიყავი. დღეს ყველა ხედავს, რომ "ბარსელონაში" თამაში მარტივი არ არის. ახლა იქ ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთაგანაც მეტს მოელოდნენ.
ანტუან გრიზმანი? რთულია, კატალონიაში გადაბარგდე და ფორმა შეინარჩუნო. ფრანგმა იცის, სადაც თამაშობს და იმასაც იაზრებს, რამხელა ზეგავლენა აქვს კლუბის თამაშზე. ბოლო პერიოდია, ის აჩვენებს, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუ მწვრთნელი და გუნდელები ენდობიან.
ჩემი და ლეოს ურთიერთობის შესახებ მსოფლიომ იცის. ჩვენი ყოველდღიური საუბრები ძალიან მენატრება. ყველაფერზე ვსაუბრობდით - ძირითადად, ცხოვრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ "ელ პისტოლეროს" "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგების დატოვება გასულ ზაფხულს მოუხდა. როგორც ესპანური მედია იუწყებოდა, ურუგვაელი ახალი თავკაცის, რონალდ კუმანის გეგმებში არ შედიოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #7 23 თებერვალი 2021 17:52
    2
    წელს რო დაეტოვებინათ არ შეიძლებოდა ხო გააფუჭებდა ყველაფერს ხო???
    --------------------
    უსმან შენგტენე
    ახალბედა [?]
    #6 23 თებერვალი 2021 17:37
    2
    სუას წასვლა რო გაოფიციალურდა მაშინ დავწერე ინანებს მწარედ თავგასიებული თქო და ბებერი მძორი იყო უკვეო აქ ხალხმა დამიციტირა.ზატო საერთოდ უფანტაზიო დემბელეზე ამყარებენ იმედებს და ჰიტმენზე რომლებიც შემთხვევით არიან ამ სპორტში.სანამ კუმანია ბარსელინას სათავეში არაფერი გვეშველება.ახლავე გავაგდებდი კუმანს და მოვიყვანდი ხავის.ისედაც უტიტულოდ დავრჩით წელს და ხავი ვეღარ დაგვაქცევს მეტად.ჯობს ეხლავე გავიგით ხავის შესაძლებლობა ვიდრე 2 წლის მერე ასე რომ ნა.უი კუმან😎ლეგენდა ხარ კლუბის მაგრამ ჯეკას გაშვებას ვერ გაპატიებ🙃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 თებერვალი 2021 16:19
    2
    ეს რომ ყოფილიყო და იგივე რაოდენობის 16 გოლი გაეტანა,, რამდენ ქულას გადავარჩენდით თუ ფიქრობთ და ახლა ატლეტიკო წარმოიდგინეთ როდის ყავდა ამისთანა გამტანი ფორლანის თუ აგუეროს წასვლის შემდეგ. ისე რომ კუმანს მადლობა, იმიტომ რომ ატლეტიკოს ჩვენი ადგილი უკავია დღეს და კიდევ აგეთ გვებლატავება.
    ფანი [?]
    #4 23 თებერვალი 2021 13:05
    3
    დასამტკიცებელი არაფერი აქვს ყველამ იცის მისი დონე ბარსელონაშიც იცოდნენ და იციან მაგრამ მაინც უსამართლოდ მოექცნენ.სამაგიეროდ ახლა იქ არის სადაც აფასებენ და პატივს ცემენ.არც უნდა დაწყდეს გული ბარსელონადან წასვლაზე სადაც არ მორიდებიათ და პირდაპირ უთხრეს წადი არავის ჭირდებიო,როცა არც ხელფასის დაკლებაზე ამბობდა უარს და არც სათადარიგოთა სკამზე ჯდომაზე.
    Culé [?]
    #3 23 თებერვალი 2021 03:01
    4
    მინდოდა მეჩვენებიაო და მოტივაციაც გაეზარდა. ამ დაჩმორებულ გუნდში ესეც ვერაფერს გახდებოდა, მაგრამ სადაც ბრეითა დატოვეს ეს მაგაზე მეტს ცალი ფეხითაც იზამდა. ხელფასის დაკლებაზეც თანახმა იყო მგონი და სკამზეც დაჯდებოდა ზოგჯერ.
    Culé [?]
    #2 23 თებერვალი 2021 00:23
    14
    კიდევაც დაამტკიცე რასაც წარმოადგენ ლეგენდავ❤️. ნორმალური ხელმძღვანელი რომ ყოლოდა გუნდს სუას ისე გამოიყენებდა რომ არავინ დაზარალდებოდა, მაგრამ რას ვიზამთ ჩაგვისახლდა ის წურბელა და სანამ იმპიჩმენტი არ მოუწყეს არ მოგვშორდა😞
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 თებერვალი 2021 00:12
    10
    დაამტკიცე უკვე პისტოლერო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued