გარსია პიმიენტა ძირითადი გუნდის ჩასაბარებლად ემზადება
- 22-02-2021, 22:32
-
Tsitsi
- 14

კატალონიის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი, გარსია პიმიენტა "ოსპიტალეტის" განადგურების (6-0) შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრობს.
თავკაცი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რის მიხედვითაც, არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს "ბარსას" ძირითადი გუნდი გარსიამ ჩაიბაროს.
"ბლაუგრანას" პირველი გუნდის მწვრთნელობა ძალიან რთულია. ძალიან ბევრს ვშრომობ, რადგან იმ შემთხვევაში, თუ გუნდს დავჭირდები, მზად ვიყო.
მწვრთნელი "ლა მასიას" ფეხბურთელებზეც საუბრობს:
კოლიადო? მასთან ვისაუბრე. რა თქმა უნდა, რონალდ კუმანს მასზე თვალი უჭერავს.
არაუხო? "ბარსა ბ-ს" რიგებში თამაშისას ბურთის ფლობისას პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამის გამოსასწორებლად ბევრი ვიმუშავეთ. ახლა, ძირითად გუნდში მას მნიშვნელოვანი როლი აქვს.
პუჩი? რიკის სათამაშო დროის გამომუშავება სჭირდება. ახალგაზრდაა, თუმცა უკვე იმდენი მოახერხა, რომ "ბლაუგრანას" მაისურით მნიშვნელოვან მატჩებში თამაშობს.
პიმიენტა კლუბის აკადემიაში ბოლო 15 წელია, მოღვაწეობს. მიმდინარე სეზონში მისი მეთაურობით "ბარსელონა ბ-მ" 15 მატჩიდან 7 შეხვედრა მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლეების შემდეგ, აქტიურად იწერებოდა, რომ გარსია მის ადგილს გადაიბარებდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი კიკე სეტიენზე შეაჩერა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]