როგორ გამოეხმაურა ჟოან ლაპორტა რონალდინიოს კლუბიდან წასვლას 2008 წელს

როგორ გამოეხმაურა ჟოან ლაპორტა რონალდინიოს კლუბიდან წასვლას 2008 წელს

ლეგენდარულმა რონალდინიომ "ბარსელონა" 2008 წელს დატოვა და "მილანში" გადავიდა. კლუბის მაშინდელი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟოან ლაპორტა, გაუჩოს წასვლას ასე გამოეხმაურა. 

მას [რონალდინიო] ახალი გამოწვევა სჭირდება. როდესაც ციკლი სრულდება, ნორმალურია, რომ სრულდება ყველაზე ემბლემატური ნაწილიც. მე ვისურვებდი, რონალდინიომ საუკეთესო გზავნილები მიიღოს, რათა ის ყველაფრისთვის დაიმახსოვრონ, რაც ჩვენ მოგვცა და თუ ის ამას აღარ გააკეთებს, ეს იმიტომ მოხდა, რომ გარემოებებმა ამის საშუალება აღარ მისცა.

- განაცხადა ლაპორტამ 2008 წელს TV3-თან ინტერვიუში. 

ლაპორტამ მაშინ აღიარა, რომ ბრაზილიელისთვის, რომელმაც რამდენიმე ტრავმა გადაიტანა და პრობლემები ჰქონდა ფიტნესთან, ახალი როლის პოვნა ძალიან რთული იყო. 

რონალდინიო "ბარსელონას" ღირსებას 2003-2008 წლებში იცავდა (207 შეხვედრა, 94 გოლი).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 თებერვალი 2021 16:39
    0
    ეს ჭკვიანი იყო, და ამიტომაც არ გაუშვა არც რეალში და არც ატლეტიკოში.
    Culé [?]
    #1 22 თებერვალი 2021 23:18
    2
    წასვლასთან დაკავშირებული კომენტარები ამან ზაფხულში ნახოს 😁 რამდენის გაგდება მოუწევს ვინ დათვლის