ფელიპე ლუისი ლეო მესიზე საუბრობს
- 22-02-2021, 19:36
-
kraken
- 4

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მცველმა და ლიონელ მესის ძველმა კონკურენტმა, ფელიპე ლუისმა ინტერვიუში არგენტინელის შესახებ ისაუბრა.
"მესი კარგად შევისწავლე. ის დრიბლინგზე იქამდე ფიქრობს, სანამ ბურთს მიიღებს. მესი მცველების მოძრაობას აკვირდება და განსხვავებული მიმართულებით მოძრაობას იწყებს. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ბურთის მიღებაში მისთვის ხელი შემეშალა."
"იყო მატჩები, რომლებიც აგრესიისა და სიხისტის საზღვრებსაც გაცდა. წითელი ბარათითაც დავისაჯე, მაგრამ მგონია, რომ მესის ასეთი ქცევა მოსწონს კიდეც. მას უყვარს გამოწვევები."
"ბარსელონამ" "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის ბოლო დღეს დამირეკა. ეს მაფიქრებინებს, რომ ლეოს ჩემი თამაში მოსწონდა. იმედია, ამის პასუხს ოდესმე გავიგებ."
ფელიპე ლუისის სიტყვებს Daily Mail ციტირებს.
35 წლის მარცხენა მცველი ამჟამად ბრაზილიურ "ფლამენგოში" თამაშობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]