ESPN | ალექსანდერ ისაკის მიმართ "ბარსა" ინტერესს კვლავ იჩენს

ESPN | ალექსანდერ ისაკის მიმართ "ბარსა" ინტერესს კვლავ იჩენს

ESPN-ის ინფორმაციით, "რეალ სოსიედადის" თავდამსხმელი, ალექსანდერ ისაკი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში ისევ იმყოფება.

ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზაფხულში ერლინგ ჰოლანდის შეძენა "ბარსასთვის" ურთულესი იქნება. გარდა მაღალი სატრანსფერო ფასისა, "ბლაუგრანას" ფინანსურად უფრო ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოუწევს ნორვეგიელისათვის ბრძოლა. 

სერხიო აგუეროსა და მემფის დეპაის უფასოდ დამატება მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს ისევ მიზნად აქვს დასახული, თუმცა ისაკი მათგან განსხვავებით, უფრო ახალგაზრდაა და ხელფასსაც ნაკლებს მოითხოვს.

ისაკმა თავი ბოლოს "ალავესის" წინააღმდეგ გამოიჩინა, მან ჰეთ თრიქი შეასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 23 თებერვალი 2021 16:54
    1
    დემბელეს კი გავს გარეგნულად არ გაგვიცვლიან, ლენგლესაც დავუმატებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 23 თებერვალი 2021 02:38
    1
    ბრაითაში არ გაგვიცვლიან?
    [?]
    #9 23 თებერვალი 2021 02:08
    2
    მორიგი პაკო ან ბოიანი. სეზონში 8 გოლს რო გაიტანს მარა ეგ რო მაქსიმუმია. მოკლედ 3 ორი ვარიანტი აქვს ბარსას. 1: როგორმე მოიძიონ ფული, დაიდონ კიდე ვალი და დაყიდონ არსებული გამოუყენებელი მოთამაშეები როგორმე, შეაგროვონ ფული მინიმუმ 2 კარგი ტრანსფერისთვის. მბაპე გამორიცხულია, რომც მოინდომოს და ფულიც მოვაგროვოთ პსჟ ჩვენთან საქმეს არ დაიჭერს. რჩება ფელიქსი ან ჰოლანდი, მომავლის საუკეთესოები. ფელიქსიც მეეჭვება,თან ტრავმიანია. ატლეტიკოსთანაც გაიფუჭა ბართომეუმ ურთიერთობა და დორტმუნდთანაც უნიჭო ფრანგების მოთრევით, უბრალოდ ჰოლანდს გამოსასყიდი თანხა აქვს, გოლების მანქანაა და სახის შენარჩუნების გარანტი, ჰოლანდი თუ გვეყოლება ფატისთან, ტრინკაოსთან და ამ ხალხთან ერთად კონკურენტუნარიანი ვიქნებით. მთავარია თითონ დავარწმუნოთ პროექტით და ხელფასით და რაიოლა დავკეროთ, რაც დამატებით 40 მილიონამდე დაჯდება. აქედან 20 მინოს პერსონალური გასამრჯელო იქნება მინიმუმ. მეზიზღება მარა შემოვირიგოთ უნდა სანამ რეალში ჩააცუნცულა. თუ შედგა მსგავსი ტრანსფერები ბარსა მწარე კრიზისის გარეშე დარჩება გუნდათ. კარგ მწვრთნელთან ერთად.

    მეორე ვარიანტია რო დავიკიდოთ ტრანსფერები, მოვიყვანოთ ჩავი, მივცეთ 3-4 წელი რათა სულ თავიდან ააწყოს გუნდი. მესი წავა, ბუსი პიკე პიანიჩი ეს ბებრები წავლენ. ყველა პოზიცია გაძლიერდეს ახალგაზრდებით, ეს 3 წელი უნდა შეთამაშდნენ ერთმანეთში ფატი პედრი ფრენკი მორიბა ტრინკაო თუნდაც, მინგესა არაუხო გარსია და ა.შ. მივიღებთ 3 წლიან კრიზისს, ალბათ 4 ულს მიღმაც დავრჩებით მარა მერე შეიძლება კარგად შეთამაშებულმა თაობამ რაღაცა შედეგი დადოს.

    ვარიანტი 3, არც ერთი ვქნათ, არც მეორე და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას რაც საბოლოოდ უმწარეს კრიზისს გამოიწვევს და 3-4 წელი კი არა კაი 10 წლიანი კრიზისი გველის მილანი-მანჩესტერივით სანამ ახალი რონალდინიო მესი ან ჩავიესტა არ დაიბადებიან. ბარსა ისეთი დუნდუკი გუნდია ასეთივე ხალხით, მესამეს აირჩევს. მარა პირველი ვარიანტი ყველაზე კარგია ამმიტო 1 წლით დარჩეს ისევ ეს კუმანი, ახალგაზრდებთან მაინც იმუშაოს, მოვუყვანოთ დეპაი ვეინალდუმი რახან ესე უნდა და რახან უფასოა ორივე. გარსიაც თავისთავად. ამათი მოყვანა საშუალებას მოგვცემს გავყიდოთ ლენგლე, უმტიტი, პიანიჩი ბრაიტი ფირპო 60-70 მილიონის ბაზარი მაინც არის,დაამატეთ კოუტინიო. სადღაც100 ის გამომუშავება შეიძLება მინიმუმ თუ ბართომეუ არ ყიდის. სახელფასო ჭერიც შემსუბუქდება. ფული კიდე 2022 წლისთვის გადავინახოთ როცა ჰოლანდის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი ამოქმედდება. ისე უმტიტი ლენგლე ფირპო სამივე თუ შევასაღეთ ვინმეს ალაბას მოყვანაც შეგვეძლება, სამივეს ხელფასი ერთად კი ეყოფა. ცაცია ცენტრალური მცველიც გვეყოლება და ალბას კონკურენტიც, ერთადაც ითამაშებენ და რიგ რიგობითაც. გარსია პიკე არაუხი ალაბა მინგესა. სრულიად საკმარისია. ხან ალბას მოსვამს სკამზე, ხან პიკე/არაუხოს შეუწყვიდება. თან აქამდე რო არ გააფორმა რეალთან ოფიციალურად (არადა გერმანიაში ეგრევე ოფიციალურდება ხოლმე ტრანსფერები) ესეიგი ლაპორტას გამარჯვებას და შემოთავაზებას უცდის. კარგად იცის ბარსა უფროა მისი სტილი ვიდრე რეალში მენდის (ზიდანის გერლფრენდის) კონკურენტობა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 22 თებერვალი 2021 23:49
    1
    ამის მოყვანა და ჰოლანდის დაკარგვა ერთია ეს კიდე მორიგო პაკო ალკასერი გამოდგება დარწმუნებული ვარ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #7 22 თებერვალი 2021 23:39
    1
    რადაც არ უნდა დაუჯდეთ ჰოლანდი უნდა მოიყვანონ როგორმე 😁 მერე უკვე გვიანი იქნება. ბევრს მოუწევს გაყიდვა ზაფხულსი და როგორმე შეაკოწიწონ ფული. ისაკს კი რაც შეეხება ისევ უფასო დეპაი მირევნია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 თებერვალი 2021 22:59
    1
    Nicolaus_Geo,
    სხვათა შორის, ბრაითვაიტზე ბევრად მაღალი დონეა
    21 წლისაა, შვედეთის ნაკრებში ძირითადის კაცია და სოსიედადშიც დამრტყმელი ძალა
    გუნდს როგორ მოერგება ეგაა საქმე, თორემ ნიჭიერი და კარგად ჩამოყალიბებული 9-იანია
    გულშემატკივარი [?]
    #5 22 თებერვალი 2021 22:15
    1
    ებიჯო ამოვიდა ყელში ეს უაზრო ტრანსფერები, ბრეითვეითისნაირები არ გვინდა!!! დახარჯავენ ფულს უაზროდ და უი ჰოლანდის ფული აღარ აქვთ expressionless expressionless
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 თებერვალი 2021 20:44
    1
    სხვათა შორის კარგი 9-იანია
    ტანმაღალი და ტექნიკური, ბურთსაც იჭერს და დასწრებაზეც მშვენიერია, მაგრამ კაცმა არ იცის რას დამართებენ აქ
    გულშემატკივარი [?]
    #3 22 თებერვალი 2021 20:37
    4
    Barselona vart tu bilbao? Gundi marto saxeli darcha. Milanis gzas vadgavart da es yvelaze didi bartomeus damsaxurebaa.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 თებერვალი 2021 20:05
    2
    სისულელეა ამას არავინ არმოიყვანს.. რატო გადაიხდიან ამაში თანხას როცა დეპაის მოყვანა შეუძლიათ უფასოდ.. შეიძლება ბრეითვეითი რო წავა შემცვლელად სკამასთვის მოიყვანოს ლაპორტამ
    გულშემატკივარი [?]
    #1 22 თებერვალი 2021 19:50
    2
    სავარუდოდ ჰალანდის ფული არ იქნება და იქნება იყიდონ ბენფიკას ფორვარდი როა დარვინ ნუნეზი ურუგვაელია მაგარია ძაან