"მონაკო" მზადაა, "ბარსას" პსჟ-ს დამარცხებაში "დაეხმაროს"

"მონაკო" მზადაა, "ბარსას" პსჟ-ს დამარცხებაში "დაეხმაროს"

გუშინ, ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაში, "პარკ დე პრენსზე", "მონაკომ" "პარი სენ-ჟერმენს", ანგარიშით 2-0, სძლია.

აღსანიშნავია, რომ "მონაკომ" პარიზული გუნდის დამარცხება ჩემპიონატის პირველ წრეშიც შეძლო (3-2).

თამაშის დასრულების შემდეგ, Twitter-ზე "მონაკომ" შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

პსჟ-ს პირველი თამაშიც მოვუგეთ და მეორეც. "ბარსელონა", თუ ჩვენი რჩევა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, მოგვწეროთ.

აქვე, შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ "მონაკოს" შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე სესკ ფაბრეგასი იმყოფებოდა. 33 წლის ფეხბურთელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსასა" და პსჟ-ს შორის, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი, სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 4-1, დასრულდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 22 თებერვალი 2021 21:44
    2
    რჩევასთან ერთად ფეხბურთელებიც გვათხოვეთ, რომ არ გავბანძდეთ და როგორც იტყვიან კაცურად გამოვეთიშოთ. იდეალური იქნება, თუნდაც მინიმალური ანგარიშით მოგება.
    წევრი [?]
    #10 22 თებერვალი 2021 16:19
    3
    აჰაჰაჰაჰაჰაჰა. ღირსები ვართ
    --------------------
    უსმან შენგტენე
    Culé [?]
    #9 22 თებერვალი 2021 16:14
    3
    ამასაც მოვესწარით? მონაკოც ჩვენ გვეღადავება.
    წევრი [?]
    #8 22 თებერვალი 2021 16:01
    2
    და მონაკოს ოფიციალური ტვიტერი ესპანურად რატო ბაზრობს?
    [?]
    #7 22 თებერვალი 2021 15:47
    4
    Monako ki ara gadagvivlian meore tamashshic imxela bonusebs shepirdeboda is menavtobe maxinji
    ფანი [?]
    #6 22 თებერვალი 2021 14:32
    1
    Უბრალოდ სირცხვილი იმაზე ლაპარაკი რომ პესეჟეს მოგება შეუძლია კუმანის ბარსელონას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 თებერვალი 2021 14:10
    10
    არაფწრი გუნდი არაა ეს პესეჟე არაფერი მბაპეიანადაც კი არაფერია მაგრამ ჩვენ უარესი არაფერი გუნდი ვართ სამწუხაროდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 22 თებერვალი 2021 13:51
    3
    დღეს ევროპაში მინიმუმ 20 გუნდია რომელიც ბარსას პირწმინდად გამოისვამს. ნებისმიერი ჩემპიონატის ტოპ 4 კლუბი უმოწყალოდ იხმარს ბარსას. არადა 5 წლის წინ ბარსასთან შეხვედრა ნებისმიერი გუნდისთვის ყველაზე უხერხული მოვლენა იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 თებერვალი 2021 13:02
    3
    გვეშველა მეგობრებო!!!!! მონაკო ჩამოვიყვანოთ ბარსელონაში და ბარსას ლექციები წაუკითხონ, თეორიაშიც და პრაქტიკაშიც.

    ციტატა: nika 54
    გვეშველა მეგობრებო!!!!! მონაკო ჩამოვიყვანოთ ბარსელონაში და ბარსას ლექციები წაუკითხონ, თეორიაშიც და პრაქტიკაშიც.

    თუმცა დიდი სწავლება არ უნდა იმას, რომ მოედანზე 90 წუთი მაღალ ტემპში ითამაშო, და ერთ ბურთს რო გაიტან არ უნდა ჩათვალო რომ თამაში მოგებულია(როგორც კადისთან)
    გულშემატკივარი [?]
    #2 22 თებერვალი 2021 12:54
    2
    მონაკო კი არა, ნებისმიერი პრემიერლიგის გუნდი ამოგვტენის თუ ესე გავაგრძელეთ.
    Culé [?]
    #1 22 თებერვალი 2021 12:45
    1
    მიწერეთ ბიჭო მიწერეთ! კუმან იქნებ გასწავლონ მბაპე როგორ უნდა დააბათ! ტიპებმა გადაყლაპეს ეგ ნაქები ღლაპი. ჩვენთან იგიჟებს ყველა თავს ხომ ვამბობ. მოვა დრო და მაგათი თავის გაგიჟება ყველას ეკიდება, იმიტორო ყველას განურჩევლათ ჩავქოლავთ😊 ამის იმედით ვისაზრდოებ თავს❤️