81-ე გუნდი, რომელსაც ლეო მესიმ გაუტანა

81-ე გუნდი, რომელსაც ლეო მესიმ გაუტანა

ცოტა ხნის წინ "კადისთან" გამართულ თამაშში (1-1) "ბარსელონას" მხრიდან ერთადერთი გოლი გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ გაიტანა.

როგორც უკვე გაცნობეთ, "კადისი" აღმოჩნდა ლა ლიგის 38-ე გუნდი, რომლის წინააღმდეგაც მესიმ გოლი გაიტანა, თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება.

ცნობილი სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Gracenote-ის ცნობით, "კადისი" არგენტინელის საკლუბო კარიერაში 81-ე მსხვერპლი აღმოჩნდა. "ბლაუგრანას" კაპიტანს სულ 89 კლუბის წინააღმდეგ უთამაშია, მათგან კი მესიმ 81-ის კარი აიღო.

წყაროს ინფორმაციით, ის 8 გუნდი, რომელთა კარშიც ლეო მესიმ გოლის გატანა ვერ მოახერხა, არის: "ინტერი", "რუბინი", "ბენფიკა", "უდინეზე", "ალ სადი", "ხერესი", "მურსია" და "გრამენეტი".

გარდა ამისა, ლიონელ მესიმ "კადისთან" მატჩში მორიგი რეკორდიც მოხსნა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 თებერვალი 2021 15:14
    0
    რეკორდები კარგია, მაგრამ ერთი ტიტული მაინც გაჩითე ლეგენდავ წელს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 თებერვალი 2021 02:29
    1
    ინტერი და ბენფიკა გადაეყრება კიდე ლიგაზე არაა პრობლემა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 22 თებერვალი 2021 00:49
    3
    კიდე შეემატება მაგ სიას მსხვერპლი გუნდები. ისე ინტერი რატო დარჩა დაუსაჩუქრებელი მიკვირს🙄 იმედია მაგათაც დაიჭერს სადმე და მიდუბლავს❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"