ESPN: "ბარსელონას" გალიარდოსთვის არ მიუმართავს

  • 21-02-2021, 12:27
  • WinGs
  • 6
ESPN: "ბარსელონას" გალიარდოსთვის არ მიუმართავს

გუშინ TyC Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ბარსელონას" ხელმძღვანელებმა ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ გუნდის ჩაბარება მარსელო გალიარდოს სთხოვეს, თუმცა არგენტინელმა შეთავაზებაზე უარი თქვა. 

დღეს ESPN-ის ჟურნალისტი მოისეს ლორენსი წერს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და "ბარსას" "რივერ პლეიტის" თავკაცისთვის არ მიუმართავს. ერიკ აბიდალს, რომელიც გალიარდოს ყოფილი თანაგუნდელია და გასულ წლამდე "ბარსელონას" სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა, მისი მუშაობის სტილი არ მოსწონდა. 

აბიდალსა და სხვა ხელმძღვანელებს მწვრთნელად ჩავის, კუმანის ან ტენ ჰაგის დანიშვნა სურდათ, თუმცა სამივე მათგანმა უარი განაცხადა და საბოლოოდ "ბლაუგრანა" კიკე სეტიენის ხელში აღმოჩნდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 თებერვალი 2021 14:17
    0
    ვინ ავრცელებს ამდენ ჭორს, პანჩურით უნდა შემოახიო ნიფხავი.
    გულშემატკივარი [?]
    #5 21 თებერვალი 2021 14:03
    0
    ამის მოყვანა რას იზამდა არ ვიცი მაგრამ თუ ვალვერდეზე უკეთესი ვარიანტი არ ქონდათ არც უნდა განეხილათ ესენი არც კიკე სეტიენი და არც გალიარდო..
    Culé [?]
    #4 21 თებერვალი 2021 13:31
    1
    მართლა არ ექნებოდათ ამასთან კონტაქტი მემგონი თორე კი გამოიქცეოდა რომ შეეთავაზებინათ🙄
    წევრი [?]
    #3 21 თებერვალი 2021 13:30
    2
    ციტატა: Coutinho14
    ისე სეტიენის მოსვლას მგონი ჯობდა რო ეს კაცი მოეყვანათ 8-2 მაინც არ წავაგებდით ბაიერნთან

    ეს კიარა ვალვერდე უნდა დაეტოვებინათ და ეგ იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება
    ფანი [?]
    #2 21 თებერვალი 2021 13:27
    1
    ისე სეტიენის მოსვლას მგონი ჯობდა რო ეს კაცი მოეყვანათ 8-2 მაინც არ წავაგებდით ბაიერნთან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 თებერვალი 2021 13:18
    1
    საერთოდ ვის მოაფიქრდა ამის ტრენერად დანიშვნა რა გალიარდო ევროპული ფეხბურთის გარტყმაში არაა მასტი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued