"ატლეტიკო" ქულებს ისევ კარგავს
- 20-02-2021, 21:48
-
kraken
- 11

ორი ტურის წინ ლა ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ძნელი საპოვნელი იყო, ესპანეთის ჩემპიონატში დაძაბულობის შეტანაზე "ლევანტემ" იზრუნა.
პირინეების აღმოსავლეთით მდებარე გუნდმა მადრიდის "ატლეტიკოს" 4 დღეში ერთბაშად 5 ქულა დააკარგვინა.
ჯერ საშინაო არენაზე 1-1 ითამაშა, დღეს კი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "როხიბლანკოსს" დიდხნიანი დაუმარცხებელი სერია შეუწყვიტა და ანგარიშით 2-0 დაამარცხა.
რაც ნიშნავს იმას, რომ "კადისთან" გამარჯვების შემთხვევაში, "ბარსელონა" ცხრილის ლიდერთან სხვაობას 6 ქულამდე შეამცირებს.
კატალონილებისათვის ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეიზე წარმატების მიღწევა ურთულესი იქნება, ლა ლიგაში გაჩენილი შანსის გამოყენებას კი რონალდ კუმანი მაქსიმალურად უნდა ეცადოს.
ამ სეზონის უტიტულოდ ჩამთავრება ნიდერლანდელი სპეციალისტვისთვის, შესაძლოა, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]