ვიქტორინა - თებერვლის მე-3 ტურის კითხვები

ვიქტორინა - თებერვლის მე-3 ტურის კითხვები

Barcamania.ge-ზე ვიქტორინა და მაისურის გათამაშება გრძელდება. დღეს შემოგთავაზებთ თებერვლის თვის ვიქტორინის ბოლო, მე-3 ტურის კითხვებსა და მეორე ტურის პასუხებს.

მე-3 ტურის კითხვები

  1. ვინაა "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ესპანეთის თასზე?
  2. ძირითადად რა ფერის მაისურით თამაშობდა რიკარდო სამორა "ბარსელონაში"?
  3. "ბარსელონას" რომელ ვარსკვლავს ეძახდნენ იმავე მეტსახელს, რომელსაც ლეო მესის ეძახიან?
  4. რომელ გუნდთან გაიტანა MSN-ის სამივე წევრმა გოლი ლა ლიგის ერთ თამაშში პირველად?
  5. ვინ იყო "ბარსელონას" წევრი (Socio) პირველი ქალი?

პირველი 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი, 45 ქულა მხოლოდ 6 მომხმარებელს აქვს. მე-3 ტურში ჯამში 45 ქულა გათამაშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების რეალური შანსი არა მხოლოდ ამ ექვსეულს, არამედ თითქმის ყველას აქვს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიქტორინის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მომხმარებლების გახარების გარდა, არის მათთვის საინტერესო და უცნობი ფაქტების გაცნობა. ამის გამო ხშირად გვექნება რთული კითხვები.

ვიქტორინის წესები

  • გათამაშება იმართება მხოლოდ "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის;
  • თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
  • გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
  • მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
  • პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს "ვიქტორინის პასუხები", ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
  • მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
  • პირველ ადგილზე გასულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
  • კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ კითხვაშივე იქნება მითითებული;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.

Barcamania-ს გათამაშებების შესახებ დეტალურად.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 21 თებერვალი 2021 21:31
    0
    მე-2 ტურის მესამე შეკითხვაზე პასუხი ვერსად ვიპოვე და რეალი ვივარაუდე smiley არადა, ეგეთი ფაქტებს ხშირად მატჩისწინა მიმოხილვებში ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ ლევანტესთან რომ ვნახე, ეგ ფაქტი არ ეწერა.