დღის გოლი - იარი ლიტმანენი

დღის გოლი - იარი ლიტმანენი

"ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, იარი ლიტმანენს დღეს 50 წელი შეუსრულდა. 

კატალონიურმა კლუბმა ფინელი შემტევის იუბილის აღსანიშნავად "დღის გოლის" რუბრიკის დღევანდელი ეპიზოდი "რეალ სოსიედადის" კარში მის შედეგიან დარტყმას მიუძღვნა. 

ლიტმანენს კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ამსტერდამის "აიაქსში" აქვს გატარებული, "ბარსას" ღირსებას კი ის 1999-2001 წლებში იცავდა. კლუბში ჩატარებულ ერთ სეზონში (ის "ბარსელონაში" მეორე სეზონის პირველ ნახევარშიც ირიცხებოდა, თუმცა არ უთამაშია) იარიმ მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო და თავი 4 გოლით გამოიჩინა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 თებერვალი 2021 02:12
    0
    ფინელი იყო თუ არ ვცდები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 თებერვალი 2021 12:45
    0
    ისე რა გოლია, ალბათ მესის კვალობაზე.