ხელმძღვანელები და კანდიდატები თანხმდებიან - ერლინგ ჰოლანდი "ბარსელონას" სამიზნეა
- 20-02-2021, 12:13
-
WinGs
- 16

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ტექნიკური მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატები სატრანსფერო გეგმებზე თანხმდებიან: მათი აზრით, კლუბის პრიორიტეტი ზაფხულში ცენტრფორვარდის დამატება უნდა იყოს. ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო ავრცელებს.
ამ პოზიციაზე ყველასთვის სასურველი კანდიდატი ერლინგ ჰოლანდია. "ბარსელონაში" აცნობიერებენ, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელის შეძენა ფინანსურ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ტრანსფერი შეუძლებელი მაინც არ არის.
ტრანსფერის განსახორციელებლად "ბარსას" ფეხბურთელების ნაწილის გაყიდვა და ბიუჯეტში ხელფასების თანხის გამოთავისუფლება დასჭირდება. დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს კოუტინიო, ფირპო, ნეტუ და უმტიტი დატოვებენ.
კლუბი ჰოლანდის ალტერნატივებზეც ფიქრობს. რამონ პლანესის ფავორიტი ლაუტარო მარტინესია, რონალდ კუმანს კი მემფის დეპაი და რომელუ ლუკაკუ მოსწონს. პრეზიდენტობის კანდიდატები მიიჩნევენ, რომ ცუდი არც სერხიო აგუეროს შეძენა იქნება, რომლის გუნდში მოსვლამ შესაძლოა ლიონელ მესის წასვლა გადააფიქრებინოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]