"ბარსელონა" ემერსონის დათმობას არ აპირებს
- 20-02-2021, 12:00
-
WinGs
- 7

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ინფორმაციით, "რეალ ბეტისს" "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი მარჯვენა მცველის, ემერსონის შენარჩუნება სურს.
ანდალუსიელები აპირებენ, კატალონიურ გრანდს ფეხბურთელის გამოსასყიდად 9 მილიონი ევრო შესთავაზონ, თუმცა "ბარსა" ამაზე თანახმა არ იქნება და ემერსონი მომდევნო სეზონის დასაწყისიდან რონალდ კუმანის განკარგულებაში იქნება.
"ბარსელონამ" და "ბეტისმა" ემერსონი 2019 წელს "ატლეტიკო მინეიროდან" ერთობლივი შეთანხმებით შეიძინეს. ფეხბურთელი "ბეტისს" შეუერთდა, "ბლაუგრანას" კი მისი დამატება წელს 6 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ შეეძლება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]