ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 თებერვალი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 თებერვალი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 თებერვალს მოხდა.

თამაშები

20 თებერვალს "ბარსელონას" 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.

1938 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ამერიკული ფეხბურთის გუნდის (Barcelona Dragons) ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელი (1991-2003) ჯეკ ბიკნელი.

1944 წელი

"ატლეტიკოსთან" ბარსელონაში გამართულ შეხვედრაში სესარ როდრიგესმა ლა ლიგაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა, მაგრამ მისი გუნდი 4-5 დამარცხდა.

1971 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი იარი ლიტმანენი. 1999-2001 წლებში მან "ბარსელონას" მაისურით 32 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

1972 წელი

"ატლეტიკოსთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში (1-1) "ბარსელონამ" ლა ლიგაში 1500-ე გოლი გაუშვა. ეს გოლი ხავიერ ირურეტას ანგარიშზეა.

2008 წელი

"სელტიკთან" სტუმრად 3-2 მოგება "ბარსელონასთვის" ჩემპიონთა ლიგაზე რიგით მე-100 გამარჯვება გამოდგა. ამ მატჩში ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი დუბლი შეასრულა.

2011 წელი

"ბილბაოსთან" "კამპ ნოუზე" ანგარიშით 2-1 მოგებული მატჩი პეპ გვარდიოლასთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა.

2013 წელი

"მილანთან" 0-2 წაგება დანი ალვესისთვის ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული 50-ე თამაში გამოდგა. ამ მატჩში "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორდი როურას დებიუტი შედგა.

2015 წელი

"ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე ტიტო ვილანოვას სახელობის მოედანი გაიხსნა.

2020 წელი

"ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტი შეიძინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 თებერვალი 2021 22:44
    0
    2020, 20 თებერვალს მოიყვანეს ფეხბურთის მხეცი და ჯადოქარი. 😉
    რა მაგარი ნომრები დაუთრევია 3 ჯერ 20.
    Culé [?]
    #4 20 თებერვალი 2021 17:33
    0
    2020 წელი 20.02
    დეიწვა ის დღე არა scream smiley tired_face
    Culé [?]
    #3 20 თებერვალი 2021 14:15
    0
    ბრაიტას ტრანსფერი დაგეწერათ მარტო დანარჩენი უმნიშვნელოა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 თებერვალი 2021 12:55
    2
    "ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტი შეიძინა".....
    რამდენი ვათვალიერე და აგერ ძმაო, უდიდესი გენიოსი დაგვიმატებია ამ დღეს. მე რომ მკითხო ეს თარიღი ბარსელონას რუკაზე წითლად უნდა შემოხაზონ და ყოველ წელს აღნიშნონ ხოლმე. bowtie
    Culé [?]
    #1 20 თებერვალი 2021 11:48
    3
    ყველაზე მაგარი რამ 2020 წელს გაკეთებულა ამ დღეს😁😁
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"