Cope: არაუხოს კვირას დაბრუნება გამოირიცხა

Cope: არაუხოს კვირას დაბრუნება გამოირიცხა

Cope-ის ჟურნალისტის, ვიქტორ ნავაროს ცნობით, რონალდ არაუხო "ბარსელონას" მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამ კვირაში მისი მოედანზე დაბრუნება ფაქტობრივად გამორიცხულია. 

21 წლის ურუგვაელს, რომელიც ბოლო დროს "ბარსას" ყველაზე საიმედო მცველად ჩამოყალიბდა, ტრავმის გამო ბოლო 3 შეხვედრა გაუცდა. რამდენიმე დღის წინ მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და ივარაუდებოდა, რომ "პარი სენ-ჟერმენთან" თამაშს შეძლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 

სამწვრთნელო შტაბისა და სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებით, არაუხოს დაბრუნების ხელოვნურად დაჩქარება მიზანშეწონილი არ იქნება. 

"ბარსა" კვირას ლა ლიგის 24-ე ტურში "კადისს" შეხვდება, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაშია - ანდალუსიელებმა ბოლო 4 მატჩში 15 გოლი გაუშვეს და სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციას იკავებენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 20 თებერვალი 2021 13:16
    1
    ეს დალოცვილი პსჟ-სთან აპირებდა თამაშს და კიდევ ერთი კვირა არ ეყო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 19 თებერვალი 2021 22:15
    1
    კადისთან ეს არცაა საჭირო, მაგრამ ამან თუ ასე გააგრძელა კოჭლობა, შეგვრჩება იმედის მომცემი ხრუსტალი.
    Culé [?]
    #8 19 თებერვალი 2021 21:58
    0
    ნუ იქნება კადისთან,მთავარია გამოჯანმრთელდეს.კადისს მაინც მოუგებს ბარსელონა უპრობლემოდ.
    Culé [?]
    #7 19 თებერვალი 2021 20:44
    2
    პესეჟემდე რატომ რისკავდნენ არ მესმის, ერთი მატჩის გამო კარიერას უდებდნენ სასწორზე. შესაფერისი მწვრთნელი თუ მოვიდა ბარსას ოქროს თაობა მეორედ ეზრდება, არაუხო კი იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება
    Culé [?]
    #6 19 თებერვალი 2021 19:27
    1
    ეხლა კადის სულ ლენგლეებით მოვიგებთ ისეთ ფორმაში არიან. დაისვენოს არ გაურთულდეს!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #5 19 თებერვალი 2021 19:13
    2
    არ ღირს გარისკვა. იმედია სევილიასთან თამაშამდე მოასწრებს გამოჯანმრთელებას. წესიერი მეწყვილე რომ ყავდეს დე ლიხტზე ნაკლები პიარი არ ექნებოდა. თუმცა ჯერ კიდევ ძაან ბევრი რამე აქვს სასწავლი. ვან დაიკის ნაირი თუ გამოვა მაგარი იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 თებერვალი 2021 18:51
    1
    მოუწევს დასვენება და ბოლომდე მორჩენა
    ძალიან ახალგაზრდაა და თავს არ უფრთხილდება, ეს რაღაც პონტში კარგია, მაგრამ წინ ხანძლივი კარიერა აქვს და უნდა ისწავლოს სიფრთხილეც
    Culé [?]
    #3 19 თებერვალი 2021 18:12
    1
    ამან თავის თავს გაუფუჭა საქმე. პესეჟესთან უნდოდა თამაში და ზედმეტად დაიტვირთა ალბათ. ახლა მაინც გაჩერდეს და მოირჩინოს ბოლომდე.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 თებერვალი 2021 17:56
    4
    დაისვენოს და პესეჟესთვის კარგად მოემზადოს ჯობია.. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თამაში პარიზშია თუ ბარსელონაში უაყურებლოდ ყველა თამაში ნეიტრალურზეა ჩათვალეთ.. სადაც პსჟმ 4 გაიტანა ჩვენც შეგვიძლია 5 ის გატანა ოღონდ დაცვამ უნდა იყოჩაღოს რომ არ გავუშვათ გოლი
    Culé [?]
    #1 19 თებერვალი 2021 17:33
    4
    ბარსელონა ხო ბრდღვნის ყველაფერს არგამიკვირდება ისევ რო წაგონ თუ გაბუტული სახით გამოვლენ