ESPN: "სიტი" მესისთან მოლაპარაკებას ჯერ არ აპირებს
- 19-02-2021, 16:39
-
WinGs
- 7

ESPN-ის ცნობით, The Sun-ის სტატიას, რომელშიც "მანჩესტერ სიტის" მიერ ლიონელ მესისთვის შეთავაზებული ახალი კონტრაქტის დეტალებზეა საუბარი, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელების განაწყენება მოჰყვა.
"სიტის" მესისთვის შეთავაზებით არ მიუმართავს, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" კაპიტანს მოქმედი კონტრაქტის პირობების მიხედვით სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება უკვე აქვს. მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს და მანჩესტერელები არგენტინელს მხოლოდ მაშინ დაუკავშირდებიან, როცა ის "ბარსას" დატოვების გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
პრესის ინფორმაციით, მესის, რომელსაც "ბარსელონადან" წასვლა ზაფხულში სურდა, შემდეგ კი დარჩენა იმის გამო გადაწყვიტა, რომ კლუბთან სამართლებრივი დავის დაწყება საჭირო არ გამხდარიყო, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს. სავარაუდოდ, ის ახალი პრეზიდენტის არჩევას დაელოდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]