ლაპორტა: 2007 წელს კრუიფს მწვრთნელობა შევთავაზე
- 19-02-2021, 15:38
-
josephk
- 9

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟოან ლაპორტა, RAC1-თან 2007 წელს იხსენებს.
მაშინ, ფრანკ რაიკარდის ხელმძღვანელობით, "ბარსა" წარუმატებელ სეზონს (2007/08) ატარებდა, კლუბის ხელმძღვანელობა კი ახალი მწვრთნელის დანიშვნას განიხილავდა.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრუიფის დანიშვნა გვსურდა, გვარდიოლა კი ასისტენტად, თუმცა ვიცოდი, რომ დანი [კრუიფის მეუღლე] მას ამის უფლებას არ მისცემდა.
იოჰანს შევხვდი და ამაზე ვისაუბრეთ. მას შევთავაზე მწვრთნელობა სეზონის ბოლომდე, შემდეგ წელს კი მას პეპი შეცვლიდა. მისი თვალები აენთო, მას დაბრუნება უნდოდა, თუმცა დანიმ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. საბოლოოდ, რაიკარდს უკანასკნელი შანსი მივეცით.
რაიკარდმა პეპს სტრუქტურულად გამართული გუნდი დაუტოცა, რომელსაც ლიდერი სჭირდებოდა. პეპმა დავალებას თავი იდეალურად გაართვა.
- თქვა ლაპორტამ.
2015 წელს, იოჰან კრუიფს ფილტვის კიბო დაუდგინდა. ლეგენდარული ნიდერლანდელი 2016 წელს, 68 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]