კიდევ ერთი ყოფილი "ბარსელონელი" პიკეს გუნდში
- 19-02-2021, 15:14
-
Writer
- 5

ჟერარ პიკე მის საკუთრებაში მყოფ გუნდში, "ანდორაში" ყოფილი "ბარსელონელების" მიწვევას განაგრძობს.
მთავარ მწვრთნელად ედერ სარაბიას დანიშვნის შემდეგ, პიკეს გუნდს "ბარსელონას" ყოფილი ექიმი რიკარდ პრუნა შეუერთდა. ანდორულმა კლუბმა ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
რას ნიშნავს პრუნას "ანდორაში" დასაქმება "ბარსელონასთვის"? ექიმი, რომელიც "ბლაუგრანაში" 25 წლის განმავლობაში მუშაობდა, ვიქტორ ფონტის გუნდში შედიოდა და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, "ბარსაში" დაბრუნებას გეგმავდა. როგორც ჩანს, პრუნამ მიიჩნია, რომ ფონტს არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და კარიერის სხვა მიმართულებით გაგრძელება გადაწყვიტა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]