11 მილიონი ლუის სუარესის სანაცვლოდ

11 მილიონი ლუის სუარესის სანაცვლოდ

კატალონიური Sport-ის დღევანდელი ნომრის გარეკანი ლუის სუარესის "ატლეტიკოში" ტრანსფერს და "ბარსას" მიერ მიღებულ ფინანსურ სარგებელს ეძღვნება.

გამოცემის ცნობით, ტრანსფერის საერთო ღირებულება 11 მილიონი ევროა. აქედან 5 მილიონი ფიქსირებული თანხაა, რომელიც "ბლაუგრანამ" უკვე მიიღო. "ბარსამ" ასევე მიიღო 2 მილიონი სუარესის მიერ "ატელტიკოში" ჩატარებული მატჩების გამო.

კატალონიურ კლუბს კიდევ 4 მილიონი ევროს მიღების იმედი აქვს. ორ მილიონს "ბარსა" იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ "ატელტიკო" "ჩელსის" ბარიერს დაძლევს და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავა. "ბლაუგრანას" ბიუჯეტი კიდევ 2 მილიონით შეივსება, თუ სუარესი "ატელტიკოში" მომდევნო სეზონშიც ითამაშებს.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუარესს უფლება აქვს სეზონის ბოლოს მადრიდული გუნდი უფასოდ დატოვოს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 თამაშში მის აქტივში 16 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

თუ Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, გამოდის, რომ სუარესის ტრანსფერით (მიღებული თანხა + დაზოგილი ხელფასი) "ბარსამ" დაახლოებით 30 მილიონი ევროს სარგებელი ნახა, მაგრამ ღირდა კი?..

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 თებერვალი 2021 13:57
    0
    რას გაიგებ, როგორ წავა საქმე. ვინ იცის რო დარჩენილიყო ამ მიმჩვარებულ გუნდში წაუვიდოდა ასეთი თამაში?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 თებერვალი 2021 21:16
    0
    ამ ჩაჯ*** ბარსაში ესეც იქნებოდა რიგითი ჩაჯ****
    Culé [?]
    #2 19 თებერვალი 2021 14:53
    1
    არ ღირდა ამ ფეხბურთელის გაშვება არანაირ ფასად და მითუმეტეს ისეთი ხერხით როგორითაც გაუშვეს პირდაპირ პირში მიხლით აღარ გვჭირდები და წადიო,თუმცა დარჩენის შემთხვევაში ვერც ასეთი დონის ბარსელონასთვის გავიმეტებდი მე პირადად და ჯობდა წასულიყო.ახლა არის იქ სადაც იმსახურებს რომ იყოს მადრიდის ატლეტიკოში.
    Culé [?]
    #1 19 თებერვალი 2021 11:43
    4
    რომ არ ღირდა ეგაა საქმე ზუსტად😞 ხელფასს ისედაც ამბობდა თუ გინდათ შემიმცირეთო, მაგრამ ბართომეუმ სულ უფასოდაც კარგად ითამაშებ შენო😡 ახლა ისეთი დრო უდგას ბარსას რომ მაგ 2 მილიონიც საქმეა, იმედია გაცდებიან ჩელსის🙏