"კადისთან" შეხვედრაში მსაჯის ვინაობა ცნობილია
- 19-02-2021, 00:25
-
kraken
- 5

ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრას "ბარსელონა" საკუთარ კედლებში "კადისთან" გამართავს.
კვირას გასამართი შეხვედრის მთავარი არბიტრი უკვე ცნობილია.
მარტინეს მუნუერა საკმაოდ ხმაურიანი ელ კლასიკოს მსაჯობის შემდეგ კატალონიაში დაბრუნდება. მას "ბარსას" 22 შეხვედრაში უმსაჯია. აქედან 15 კატალონიელთა სასარგებლოდ დასრულდა, 3-ში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 4 შეხვედრაში კი "ბლაუგრანა" დამარცხდა.
"ბარსელონას" სასარგებლოდ მუნუერას 5 პენალტი აქვს დანიშნული და ამასთანავე არც ერთი კატალონიელი ფეხბურთელი არ ჰყავს მოედნიდან გაძევებული. საპირისპიროდ კი მეტოქე გუნდის 3 ფეხბურთელისთვის აქვს ნაჩვენები წითელი ბარათი და 2 პენალტი დანიშნული.
VAR-ის ოთახში გონსალეს გონსალესი იმუშავებს.
შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]