პსჟ-სთან მარცხი "ბარსას" ძვირი უჯდება

პსჟ-სთან მარცხი "ბარსას" ძვირი უჯდება

"პარი სენ-ჟერმენთან" მტკივნეული წაგება (1-4) "ბარსელონასთვის" მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით არ ყოფილა პრობლემური. კლუბი სერიოზული ფინანსური დანაკარგის საფრთხის წინაშეც დგას.

"ბლაუგრანაში" პრობლემები უფრო და უფრო ღრმავდება. საიდუმლო არავისთვისაა, რომ კატალონიელებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. გასული სეზონი "ბარსამ" 97 მილიონი ევროს წაგებაში დაასრულა, კლუბის ვალი კი მილიარდ ევროს აღემატება.

ევროპული კლუბების შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდია. მიმდინარე სეზონის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, რომ "ბარსელონა" ლიგის 1/4 ფინალში გავიდოდა, რის სანაცვლოდაც UEFA-სგან 10.5 მილიონ ევროს მიიღებდა. თვადაც კარგად ხვდებით, რომ ამ თანხის მიღება და ამ ნაწილში ბიუჯეტის შესრულება ძალიან რთული იქნება.

რამდენიმე წლის წინ 10.5 მილიონი დიდი დანაკლისი არ იქნებოდა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. იანვარში "ბარსამ" ამაზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ გუნდში ერიკ გარსიას მოყვანაზე თქვა უარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 20 თებერვალი 2021 16:11
    0
    ეგღა გვაკლდა, აფსუს იუვესთან 0-3......რამდენით გვაზარალა.
    გულშემატკივარი [?]
    #8 19 თებერვალი 2021 13:47
    0
    არ გაგვიკვირდეს, შესაძლებელია მოხდეს ქამბექი!
    კულეს გული და სისხლი სულ სხვააა!
    ბარსა, სენსაციას კიდევ დაამტკიცებს პლანეტაზე!
    Culé [?]
    #7 19 თებერვალი 2021 02:08
    0
    დემბელე, ლენგლე,უმთითი და ბრაითვალტი
    ესენი პირველ რიგში
    შემდეგ პიკე და ბუსი სკამზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 თებერვალი 2021 22:42
    0
    ამას ვიძახდი, თუ გავალთ ფინანსურადაც ვიხეირებთქო, მაგრამ გამოდის, რომ ვიზარალებთ.
    Culé [?]
    #5 18 თებერვალი 2021 16:38
    0
    ვაიმე, რა დღეშია გუნდი 😨 და რამდენი მოსაშორებელი მოთამაშეა ჯერ კიდევ
    წევრი [?]
    #4 18 თებერვალი 2021 13:48
    1
    მჯერა რომ 2 წელიწადში დავბრუნდებით ეს ფინასური კრიზისი დიდხანს არგასტანს ... ლაპორატსი მჯერა და წამოაყენებს კიდევაც კლუბს ფეხზე და ისევ ისეთ ბარსას ვიხილავთ სულ ცოტახანში როგორდაც მიჩვეულები ვართ ბარსას გულშემატკივრები 💜💜 გამოაუსადეგარი ფეხბურთელების და იმ დიდი ხელფასების ბრალია რომელიც აქვთ მათ ... ახალი სისხლი ჭირდება და გვყავს კიდეც პედრის . დეონგის . არაუხოს . ფატის და ძალიან ბევრი იმედის მომცემი ფეხბურთელით და იმედია გაამართლებენ ... ისევ ისეთი ბარსას მოლოდინში ვარ როგორიც იყო გვარდიოლას დროს თუნდაც ენრიკეს დროს ... ბარსელონა მალე დაბრუნდება 💜💜🥰🥰🥰😍😍😍😍🤩🤩
    წევრი [?]
    #3 18 თებერვალი 2021 13:13
    0
    იუვენტუსთან საშინაო მარცხის ფასი - 1 გოლი მაინც არ უნდა გაეშვათ და ეგ იყო...
    Culé [?]
    #2 18 თებერვალი 2021 12:14
    2
    ვაი რა დღ ში ვართ😭 ვინ ჩივის ფულს იმხელა სირცხვილი ჭმაა გუნდმა. აწი მაისურებიც აღარ გაეყიდებათ თორე სხვას თავი დავანებოთ.
    ფანი [?]
    #1 18 თებერვალი 2021 12:14
    3
    საშველი არ არის მოკლედ ახალი პრეზიდენტის მოსვლამდე, მოსვლის შემდეგაც დიდი ხანი დასჭირდება რომ გუნდი რაღაცას დაამსგავსოს.ჯერ მარტო ამდენი უვარგისი ფეხბურთელის გაშვება რომლებიც მრავლად დაგვიგროვდა და საკითხავია კიდევ ენდომება თუ არა რომელიმე გუნდს ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან კოუტინიო, პიანიჩი, ფერნანდესი,ფირპო,ლენგლე, უმტიტი და ბრეითუეიტი.ნამდვილად არ ვისურვებდი ახალი პრეზიდენტის ადგილზე ყოფნას.