რა უთხრა კუმანმა ფეხბურთელებს პსჟ-სთან წაგების შემდეგ

ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ "ბარსელონას" ძალიან ცუდი პერიოდი უდგას. "ბლაუგრანას" გასახდელი სრულიად მოშლილია, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის მიერ ფეხბურთელებისადმი გაკეთებული მიმართვა ცხადყოფს.
AS-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "პარი სენ-ჟერმენთან" განცდილი მტკივნეული მარცხის (1-4) შემდეგ დამწუხრებული მოთამაშეების წინაშე გასახდელში ასეთი მოკლე მიმართვით წარსდგა: "ახლა ყველა შეცბუნებულები ვართ, მაგრამ ფეხზე წამოვდგებით".
ამის შემდეგ კუმანმა გასახდელი დატოვა და წაგების გასაანალიზებლად თანაშემწეებთან ერთად თავის ოფისში ჩაიკეტა.
წყაროს ცნობით, რონალდ კუმანი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ამ მარცხს კვირას "კადისთან" ბრწყინვალე მოგებით უპასუხებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]