მარცხები, რომლებმაც ლეო მესის იმედები გაუცრუა
- 17-02-2021, 18:44
-
Tsitsi
- 18

"პარი სენ-ჟერმენთან" გუშინდელი მარცხი ლიონელ მესისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე და ალბათ ბოლო იმედგაცურება იყო. პარიზელები "ბაიერნს", "ლივერპულსა" და "რომას შეუერთდნენ. "ბარსას" კაპიტნის მომავალი, შესაძლოა, სწორედ ხსენებულმა ოთხმა კრახმა გადაწყვიტოს.
პირველი მარცხი 2018 წელს დაფიქსირდა - "ბლაუგრანამ" საკუთარ კედლებში "რომა" 4-1 დაამარცხა და, ერთი შეხვედით, ამ წყვილში ყველაფერი გარკვეული ჩანდა, თუმცა განმეორებით შეხვედრაში იტალიელებმა 3-0 იმარჯვეს. ამ მატჩში არგენტინელი არც ისე შესამჩნევი იყო, როგორც მისი გუნდი, ამან კი ლიონელის იმედგაცურება გამოიწვია, რაც "ლა პულგამ" რამდენიმე ინტერვიუშიც აღნიშნა.
"რომასთან" და "ლივერპულთან" მარცხმა მესის თავდაჯერებაზე იმოქმედა
შემდეგი ფიასკო იურგენ კლოპის გუნდთან მოხდა. ლეომ პირველ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა, რითაც ყველა მოელოდა, რომ ფინალში "ბარსელონა" გავიდოდა, მაგრამ მერსისაიდელებმა მეორე დაპირისპირება 4-0 მოიგეს და საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებიც გახდნენ. ინგლისში მესის ცუდად არ უთამაშია, მაგრამ მისი გუნდი საუკეთესო ფორმისგან შორს იყო - მორიგი იმედგაცრუება.
ამ ყველაფერს გასულ სეზონში "ბაიერნთან" შეხვედრა მოჰყვა - 2-8. ლისაბონში გამართულ მატჩში კატალონიელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლების გატანა მოახერხეს: პირველი, ანგარიშის გამათანბრებელი ბურთი დავიდ ალაბამ საკუთარ კარში გაიტანა. რაც შეეხება მეორე გოლს, იგი ლუის სუარესის ანგარიშზეა, რომელმაც ჟერომ ბოატენგის მოტყუების შემდეგ, მანუელ ნოიერს შანსი არ დაუტოვა და ანგარიშს ადამიანური სახე მისცა (2-4). თუმცა, ამის შემდეგ "რეკორდმაისტერის" მხრიდან კვლავ გოლების წვიმა წამოვიდა.
"მანჩესტერ სიტი" და პსჟ - ჩემპიონთა ლიგის კვლავ მოგების ვარიანტი
გუშინდელ ჯახში ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, თუმცა კილიან მბაპემ და კომპანიამ 4 გოლის გატანა მოახერხეს, დამაჯერებლად იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა, პრაქტიკულად, გაირკვა - ამის შესაცვლელად "ლურჯ-ბროწეულისფერებს" სასწაულის გაკეთება მოუწევთ, რაც ამ გუნდის წინააღმდეგ უცხო არაა, თუმცა მაშინ "ბარსელონა" სულ სხვა გუნდი იყო.
არგენტინელ ლეგენდას კატალონიელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება და, შესაბამისად, თავისი მომავლის გადაწყვეტა მალე მოუწევს. როგორც ჟოან ლაპორტა გვპირდება, გამარჯვების შემთხვევაში, ლიონელის დარწმუნებას მოახერხებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. მოგეხსენებათ, მესითი "მანჩესტერ სიტი" და პსჟ ინტერესდებიან, ყველაფერი კი კაპიტნის ხელშია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]