ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 17 თებერვალი
- 17-02-2021, 11:26
-
Writer
- 4

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 თებერვალს მოხდა.
თამაშები
17 თებერვალს "ბარსელონას" 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1929 წელი
"ბარსელონამ" ლა ლიგაში გამართული ისტორიაში პირველი "ელ კლასიკო" საკუთარ კედლებში წააგო, ანგარიშით 1-2. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი მანუელ პარერამ გაიტანა.
1974 წელი
"ბარსელონამ" "სანტიაგო ბერნაბზეუ" "რეალი" 5-0 გაანადგურა. გოლები ასენსიმ (2), კრუიფმა, ხუან კარლოსმა და სოტილმა გაიტანეს.
1979 წელი
"კამპ ნოუზე" გამართულ "კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალი" 2-0 დაამარცხა. გოლები კრანკლმა და ასენსიმ გაიტანეს.
1993 წელი
ესპანეთის თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში (პირველი თამაში "ბარსამ" მადრიდში 5-0 მოიგო) "ბლაუგრანამ" "ატლეტიკო" 6-0 გაანადგურა. გოლები ვუჩევიჩმა (2), ფერერმა, ბეგისტრაინმა, სალინასმა და ოსკარმა გაიტანეს.
2016 წელი
ლიონელ მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ლა ლიგაში 300 გოლი დაუგროვდა. ამ შედეგს მან "სპორტინგთან" ანგარიშით 3-1 მოგებულ შეხვედრაში მიაღწია.
ეს თამაში ლუის ენრიკესთვის, მწვრთნელი რანგში, ლა ლიგაში მე-100 გამოდგა, ლუის სუარესმა კი ამ ტურნირზე თავისი 50-ე შეხვედრა ჩაატარა.
2018 წელი
"ეიბართან" სტუმრად მოგება (2-0) "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში 1600-ე გამოდგა. ამ მატჩში ლუის სუარესმა ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა, ჟორდი ალბამ კი "ბარსას" მაისურით ამ ტურნირზე 150-ე შეხვედრა ჩაატარა.
2020 წელი
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუს მიერ დაქირავებული კომპანიები "ბარსელონას" ლიდერებისა და ლეგენდების წინააღმდეგ კამპანიებს მართავდნენ. სამიზნეებს შორის იყვნენ პეპ გვარდიოლა და ლიონელ მესიც.
2020 წელი
ლიონელ მესიმ Laureus-ის 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მოიგო. ის გუნდური სპორტის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ამ ჯილდოს მოგება მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]