საინტერესო სტატისტიკა - რატომაა ლეო მესი პსჟ-სთვის მთავარი საფრთხე

დღეს კატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ "ბარსას" კაპიტანსა და ლიდერს, ლეო მესის ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მერვედფინალებში შესანიშნავი შედეგი აქვს:
- 30 მატჩი
- 27 გოლი
- 6 ასისტი
არგენტინელი ლეგენდა ხსენებულ ეტაპზე ჩატარებული მატჩებით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება, თუმცა "ლა პულგა" ამ რაუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
ასევე, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლიონელი მერვედფინალს ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ხვდება, რაც პსჟ-ს კარგს არაფერს უქადის. ამასთანავე, მესის მიმდინარე სეზონში ჯერ ჰეთ-თრიქი არ შეუსრულებია, რასთანაც ყოველი შეხვედრა აახლოებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]