დავიდ ალაბა ბაიერნს ტოვებს
- 16-02-2021, 18:04
-
Tsitsi
- 8

მიუნხენის "ბაიერნის" უნივერსალის, დავიდ ალაბას შესახებ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი სატრანსფერო ჭორი გავრცელდა
აღიშნულ თემას თავად ფეხბურთელი ეხმაურება და ადასტურებს, რომ მომდევნო სეზონიდან ნამდვილად ახალ კლუბში იასპარეზებს:
მივიღე გადაწყვეტილება, რომ "ბაიერნი" სეზონის ბოლოს დავტოვო და რაღაც ახალი ვცადო. რა თქმა უნდა, ამ აზრამდე მისვლა მარტივი არ ყოფილა - აქ 13 წელია ვარ, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
ალაბა "ბარსელონაზეს" ინტერესზე დასმულ კითხვასაც პასუხობს:
საიდუმლო არ არის, რომ ჩემი აგენტები ბევრ კლუბს ეკონტაქტებიან, რათა საუკეთესო ვარიანტი შეარჩიონ.
ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ დავიდისათვის ბრძოლაში ფავორიტი მადრიდის "რეალია".
"ბარსას" საპრეზიდენტო კანდიდატი, ჟოან ლაპორტა ალაბას კანდიდატურით მოხიბლულია და მისი შეძენა სურს. თუმცა, ფინანსური კუთხით, ფეხბურთელის გადაბირება მარტივი არ იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]