სუბისარეტა: "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია

სუბისარეტა: "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია

"ბარსელონას" ყოფილი მეკარე და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა, "პარი სენ-ჟერმენთან" დღეს გასამართი შეხვედრის შესახებ საუბრობს.

ახლა, "ბარსელონა" უფრო ორგანიზებული და ჩამოყალიბებული გუნდია, ვიდრე სეზონის სტარტზე იყო. პედრიმ, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საგრძნობი პროგრესი განიცადა.

ამ მომენტისთვის, ჩემპიონთა ლიგის მოგების გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ, "ბარსა" ერთ-ერთი ფავორიტია. "იუვენტუსთან" თამაშის შემდეგ, ასე არ ჩანდა, თუმცა გუნდმა მოუმატა.

"ბარსას" დაცვასა და შეტევას შორის ბალანსის პოვნა უჭირს. პსჟ-ში კი, მწვრთნელის ცვლილების შემდეგ, ცოტა გაურკვევლობაა, დიდი დანაკლისი აქვთ და უცნაურ სიტუაციაში იმყოფებიან.

მესი და პსჟ

პსჟ-ის სპორტული დირექტორი რომ ვიყო, მესის შეძენას ვეცდებოდი, თუნდაც ვიცოდე, რომ ამის შანსი არ მაქვს.

პრეზიდენტი

კუმანმა თქვა, რომ ისეთი კლუბი, როგორიც "ბარსელონაა" 6 თვე პრეზიდენტის გარეშე არ უნდა იყოს და ეს აბსოლუტური სიმართლეა. კლუბში ბევრი საკითხია, რომლის მოგვარებასაც პრეზიდენტი სჭირდება.

- სუბისარეტას სიტყვებს RAC1 ციტირებს.

59 წლის სუბუსარეტა "ბარსელონას" სპორტული დირექტორის თანამდებობას 2010-2015 წლებში იკავებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 თებერვალი 2021 21:17
    0
    მინდა დავიჯერო, მაგრამ რეალობა არ მაძლევს ამის საშუალებას.
    Culé [?]
    #6 16 თებერვალი 2021 17:17
    0
    ფურცელზე რატომაც არა,სახელები ისეთები თამაშობენ რომ ვის არ შეშურდება 😁💙❤️
    ფანი [?]
    #5 16 თებერვალი 2021 13:19
    2
    წელს გაჭირდება აი მომავალ სეზონში კი უფრო შეილება ფიქრი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 თებერვალი 2021 12:19
    2
    სუბისარეტა: "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია....
    ეს მაგარი ნათელმხილველი ყოფილა.

    ციტატა: C.PC5
    ნუ ღელავ მოვა ლაპორტა და მიხედავს საქმეს😉

    ეეჰ, ლაპორტა რომ მოვა ალბათ უკვე გავარდნილი ვიქნებით, ისე გაჭიმეს ამათ არჩევნები.
    გულშემატკივარი [?]
    #3 16 თებერვალი 2021 12:14
    3
    5 წელია ან მეორად მცველებს ყიდულობენ ან საერთოდ არავის, ბაიერნი კიდევ იმაზე მეტს ყიდულობს ვიდრე ჭირდება, ასევე სიტიც. თამაშებს იგებს თავდასხმა მაგრამ ტიტულებს იგებს დაცვა. სანამ დაცვაში ორპირი ქარი უბერავს მოდი წინასწარ ნურაფერს დავიკვეხნით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 თებერვალი 2021 12:11
    6
    ნეტა მოვიგოთ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 16 თებერვალი 2021 12:06
    3
    ნუ ღელავ მოვა ლაპორტა და მიხედავს საქმეს😉