გვარდიოლა: მსურს, გუნდში მესის, კრიშტიანუს ან ნეიმარის დონის ფეხბურთელი მყავდეს

გვარდიოლა: მსურს,  გუნდში მესის, კრიშტიანუს ან ნეიმარის დონის ფეხბურთელი მყავდეს

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ტოტენჰემის" დამარცხების შემდეგ (3-0) პრესასთან კომენტარი გააკეთა. 

ჩვენ ერთი მოთამაშეც არ გვყავს, რომელსაც თამაშის მოგება დამოუკიდებლად შეუძლია. ჩვენ არ გვყავს, მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი. ჩემს მოთამაშეებს ხშირად ვეუბნები, რომ გუნდურად უნდა ითამაშონ. გულწრფელი ვიქნები, ვისურვებდი მყავდეს მოთამაშე, რომელიც ყოველ თამაშში 4 გოლს გაიტანს და ირბენს ისე, როგორც ზემოთხსენებულ ფეხბურთელებს ახასიათებს. დიდი სიამოვნებით. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი გუნდის არცერთ მოთამაშეს არ გავცვლიდი.

- გვარდიოლას სიტყვებს Mirror ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 15 თებერვალი 2021 22:14
    1
    ბარსა 4 წელიწადში დატოვე, სიტის კი ლამის მიწაში ჩაყვე. ტეხავს.
    ფანი [?]
    #6 15 თებერვალი 2021 19:51
    2
    შენ დაბრუნდი ბარსაში, ხოდა მესი გეყოლება, თუ კარგად იჩალიჩებ, ნეისაც დაიბრუნებ ხოდა კრისტინასი რა მოგახსენო.
    წევრი [?]
    #5 15 თებერვალი 2021 19:17
    1
    ციტატა: nika 54
    რასაც ეს ბოლო თვეებია ეს თამაშს აჩვენებს. მოკლედ არავინ დატოვა ლიდერებიდან ცოცხალი და კიდევ წუწუნებს? მოკლედ სასწაული უნდა მოხდეს სიტი რო წელს არ გაჩემპიონდეს.

    ძაან მაგარია პეპი... სხვას ვერაფერს ვიტყვი გენიოსია ტიპი <3
    --------------------
    - ტერ შტეგენი საუკეთესოა ვინც მე ბარსას კარში მინახავს ❤
    Culé [?]
    #4 15 თებერვალი 2021 18:30
    1
    ალიბს იკეთებს, რომ ლიგას ვერ დებს... ესაა და ეს barca-6
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 თებერვალი 2021 16:57
    1
    მილანის ჩემპიონობა მინდოდა სერია ა-ში , ვერ გაქაჩეს სამწუხაროდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 თებერვალი 2021 16:22
    6
    კიდე მესი უნდა მაგ სიტის? ისედაც ქვა ქვაზე არ დატოვეს ლიგაში 😂 😂 😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 თებერვალი 2021 16:16
    3
    რასაც ეს ბოლო თვეებია ეს თამაშს აჩვენებს. მოკლედ არავინ დატოვა ლიდერებიდან ცოცხალი და კიდევ წუწუნებს? მოკლედ სასწაული უნდა მოხდეს სიტი რო წელს არ გაჩემპიონდეს.