ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 15 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 თებერვალს მოხდა.
თამაშები
15 თებერვალს "ბარსელონას" 21-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 14 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1920 წელი
"ინდუსტრიაზე" გამართული "ელ კლასიკო" 2-2 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლები ალკანტარამ და ვინიალსმა გაიტანეს.
1942 წელი
ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "ბარსელონა" უშუალო კონკურენტთან, "გრანადასთან" ანგარიშით 0-6 განადგურდა. იმ სეზონში გავარდნას "ბარსა" 2 ქულით გადაურჩა.
1948 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "სოსიედადი" 6-0 გაანადგურა. გოლები სეგუერმა (2), ბასორამ (2), ნავარომ და ფლორენსიომ გაიტანეს.
1959 წელი
გაიმართა პირველი "ელ კლასიკო", რომელიც ტელევიზიით გადაიცა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძლება ხესუს ერერას ერთადერთი გოლით მოიგეს. ბარსელონაში ამ მატჩზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ მაღაზიებში არცერთი ტელევიზორი არ იყო დარჩენილი.
1990 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებულ ლა ლიგის შეხვედრაში "ბარსელონა" 2-3 დამარცხდა. სტუმართაგან ორივე გოლი ხულიო სალინასმა გაიტანა.
2002 წელი
ლიონელ მესიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა.
2003 წელი
რადომირ ანტიჩის მწვრთნელობის დროს "ბარსელონას" პირველი მოგება. კატალონიელებმა "ესპანიოლი" სტუმრად 2-0 დაამარცხეს. გოლები ფილიპ კოკუმ და ჩავიმ გაიტანეს.
2014 წელი
"რაიო ვალიეკანოსთან" ანგარიშით 6-0 მოგებულ შეხვედრაში მესიმ დი სტეფანოს (227 გოლი) გაუსწრო და რაულს (228) გაუთანაბრდა. იმ დღეს ლეო ლა ლიგის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იმ მატჩში ლეომ ლა ლიგაში 50-ე დუბლი შეასრულა, პედრომ კი 50-ე გოლი გაიტანა.
2015 წელი
ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" "ლევანტეს" 5-0 განადგურება მესისთვის ესპანეთის ჩემპიონატში მე-300 თამაში გამოდგა. არგენტინელმა ჰეთ თრიქი შეასრულა. დანარჩენი 2 გოლი ნეიმარმა და ლუის სუარესმა გაიტანეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]