მარკინიოსი: 6-1 წარსულია

მარკინიოსი: 6-1 წარსულია

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

6-1 წარსულია. დღეისათვის განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ახალი ფეხბურთელები გვყვავს. "ბარსელონასთან" წაგების დროს მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო.

"ბარსასთან" შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩემპიონთა ლიგაა, თამაში დიდებული მეტოქის წინააღმდეგ, მატჩი, რომელშიც მონაწილეობაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ვიცით, რომ "კამპ ნოუზე" თამაში ძალიან ძნელია.

ამ მატჩის ფავორიტზე საუბარი ძალიან რთულია. ვფიქრობ, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, სტრატეგიებზე, რომლებიც თამაშისთვის უნდა დაიგეგმოს. "ბარსა" "ბარსაა". კატალონიელებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და ისინი სახლში თამაშობენ.

- ციტირებს მარკინიოსის სიტყვებს France Bleu Paris.

"ბარსასა" და პსჟ-ის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში სამშაბათს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #12 15 თებერვალი 2021 12:24
    0
    ციტატა: Norman Bates
    ინტერის თამაშს ვუყურებ და ტიპებს გვარები ჩინურად აწერიათ. ღმერთო ეგეთ რაღაცას არ მოგვასწრო ბარსას გულშემატკივრები. კლუბი რო სააქციო საზოგადოება გახდება და ვიღაცის ჯიბის სათამაშოდ იქცევა იქ სრულდება იმის გრანდობა

    ალავესთან გასახდელიდან რო გამოვიდნენ ჩინურად ეწერათ ბარსას ფეხბურთელებსაც. ჩინური ახალი წელია და ჩინელი ფანებისთვის ალბათ რომლებიც ბევრნი არიან
    L.Z
    წევრი [?]
    #11 15 თებერვალი 2021 11:24
    2
    წარსული ბრუნდება მაგისთვის არ იდარდო შენ 🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 15 თებერვალი 2021 02:08
    5
    ხო ხო წარსულია რაის წარსულია დღემდე ეწვის მთელ პარიზს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #9 15 თებერვალი 2021 01:25
    5
    6-1 მოსაგონი იქნება
    Culé [?]
    #8 15 თებერვალი 2021 01:13
    4
    ეტყობათ თუ წარსულია 😆 ამ ორ თამაშში მოედანზე მაქსიმალურად აგრესიულად უნდა ითამაშონ (არა ხისტად) ისე რომ ყოველ შეჯახებაში ან კონტაქტში იგრძნობოდეს დამანგრეველი 6-1ის ძალა 😁💙❤️
    ფანი [?]
    #7 15 თებერვალი 2021 00:36
    0
    ციტატა: Norman Bates
    ინტერის თამაშს ვუყურებ და ტიპებს გვარები ჩინურად აწერიათ. ღმერთო ეგეთ რაღაცას არ მოგვასწრო ბარსას გულშემატკივრები. კლუბი რო სააქციო საზოგადოება გახდება და ვიღაცის ჯიბის სათამაშოდ იქცევა იქ სრულდება იმის გრანდობა


    ჩვენებსაც ჩინურად ეწერათ გუშინ, ჩინური ახალი წლის გამო
    Culé [?]
    #6 15 თებერვალი 2021 00:29
    2
    ეგ წარსული 6-1 ისევ აწმყოდ არ იქცეს.ბარსელონაზე საუბრობ მაინც არ დაგავიწყდეს როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს.
    წევრი [?]
    #5 15 თებერვალი 2021 00:27
    3
    შეიძლება 6 1 აღარ განმეორდეს მარა კამპ ნოუდან ისევ ატირებულები წახვალთ ეხლა პოჩეტინოსთან ერთად და ეგ ნეიმარი გაიკეთეთ უკან დ
    ფანი [?]
    #4 15 თებერვალი 2021 00:15
    3
    ნეიმარის გადასვლის მერე რაც თქვა რო მესის ჩრდილში ყოფნა არ მინდოდაო ყოველთვის ვიძახი მესი პსჟს მარტო მოუგებს მარტოო თუ ლანგლემ ავტოგოლი არ გაიტანა ამას არ ვიძახდი საბედნიეროდ მაშინ
    ფანი [?]
    #3 15 თებერვალი 2021 00:08
    5
    კი 6-1 წარსულია, აწმყო 5-2 იქნება, არაა პრობლემა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 თებერვალი 2021 00:07
    5
    6-1 წარსულია. დღეისათვის განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ახალი ფეხბურთელები გვყვავს.
    იმას კი არ იძახის თამაში ვისწავლეო, ახალი ფეხბურთელები ვიყიდეთო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 თებერვალი 2021 00:06
    4
    ამან ულვაშები ჩამოიპარსა თუ ნოუ კამპზე უნდა ჩამოვპარსოთ?