"ბარსელონასა" და პსჟ-ის ხვალინდელი დღის განრიგი

"ბარსელონასა" და პსჟ-ის ხვალინდელი დღის განრიგი

"ბარსელონამ" და "პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სამშაბათს გასამართ მნიშვნელოვან დაპირისპირებამდე თავიანთი სამოქმედო გეგმა შეადგინეს.

კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით, ხვალ რონალდ კუმანის გუნდი თბილისის დროით 14:00 საათზე ივარჯიშებს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, 16:00 საათზე ნიდერლანდელი სპეციალისტი და ჟორდი ალბა პრესკონფერენციას გამართავენ.

რაც შეეხება განაცხადს, ივარაუდება, რომ იგი სამშაბათს დილით გასამართი ვარჯიშის დასრულებამდე ცნობილი არ გახდება. სწორედ განაცხადის დასახელების შემდეგ გაირკვევა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ჟერარ პიკე და რონალდ არაუხო პსჟ-სთან მატჩში.

"პარი სენ-ჟერმენი" ბარსელონას აეროპორტში 15 საათსა და 35 წუთზე ჩაფრინდება, რის შემდეგაც ფეხბურთელები სასტუმროში გადაინაცვლებენ. 20 საათსა და 15 წუთზე პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო და ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი პრესკონფერენციას გამართავენ, 21:00 საათზე კი ფრანგები "კამპ ნოუზე" ივარჯიშებენ.

ხვალინდელი დღის განრიგი თბილისის დროით

ბარსელონა

14:00 - ვარჯიში;

16:00 - რონალდ კუმანისა და ჟორდი ალბას პრესკონფერენცია.

პარი სენ-ჟერმენი

15:35 - ჩაფრენა ბარსელონაში და დაბინავება სასტუმროში;

20:15 - მაურისიო პოჩეტინოსა და ლეანდრო პარედესის პრესკონფერენცია;

21:00 - ვარჯიში "კამპ ნოუზე".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #11 15 თებერვალი 2021 11:30
    0
    ციტატა: Norman Bates
    ციტატა: nikusha
    სილქ უნივერსალზეა თამაში? ვერ ვნახე პროგრამაში და თქვენ ხომ აარ იცით რაიმე შემთხვევით?
    წესით და კანონით უნდა იყო მაგრამ ამათ ვერ გავუგე შინაარსი რომელ წესზე უნდა ვისაუბრო სადაც სილქია.
    რამე ინფო გაქვთ თქვენ?

    კი იქნება

    მადლობა , გაიხარე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #10 15 თებერვალი 2021 01:16
    4
    თამაშამდე თუ მივაღწიე უკვე კარგი იქნება ჩემთვის 😁 ბაგა-ბუგი გაუდის გულს 💙❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 15 თებერვალი 2021 00:23
    2
    ციტატა: me da barca
    ხშირად, როცა ვთქვი, რომ ბარსა ვერ მოიგებსთქო, პირიქით მოხდა და უნდა დავიწყო ბარსას გინება, ან პსჟ-ს Х2 უნდა დავწერო.

    ხო მაგას ჰქვია ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო, ეტყობა ბარსას ღმერთს არ მოსწონს ჯერ ჰოპლა და მერე გადახტომა.
    ფანი [?]
    #8 15 თებერვალი 2021 00:22
    1
    სილქ უნივერსალზეა თამაში? ვერ ვნახე პროგრამაში და თქვენ ხომ აარ იცით რაიმე შემთხვევით?
    წესით და კანონით უნდა იყო მაგრამ ამათ ვერ გავუგე შინაარსი რომელ წესზე უნდა ვისაუბრო სადაც სილქია.
    რამე ინფო გაქვთ თქვენ?
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #7 15 თებერვალი 2021 00:18
    2
    დაცვა სერიოზული პრობლემაა ! რაც არ უნდა უპირატესობა გვქონდეს ამ დაცვით შედეგს ვერ დავდებთ worried
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 თებერვალი 2021 00:17
    0
    ბარსამ თუ ითამაშა ტემპში აუცილებლად ექნება უპირატესობა. საქმე ისაა რამდენად მოტივირებულები გამოვლენ მოედანზე, დიდი მნიშვნელობა ექნება ყველა წვრილმანს. მახსოვს იუვესთან ლეო 10 ჯერ დაარტყა კარში და არაფერი, გუშინ ალავესთან 3-4 დარტყმა და ორი გოლი. ამას ბედი ჰქვია. ისე რომ ყველაფერს მოედანზე თავდადება გადაწყვეტს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 თებერვალი 2021 00:15
    1
    ხშირად, როცა ვთქვი, რომ ბარსა ვერ მოიგებსთქო, პირიქით მოხდა და უნდა დავიწყო ბარსას გინება, ან პსჟ-ს Х2 უნდა დავწერო.
    ფანი [?]
    #4 15 თებერვალი 2021 00:11
    2
    ტერ შტეგენი
    დესტი-არაუხო/მინგესა-ლენგლე-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
    დემბელე-მესი-გრიზმანი


    ამ კამანდით უნდა ვიყომაროთ პსჟ-სთან
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 თებერვალი 2021 00:00
    1
    1 დღე დარჩა პსჯ-სთან თამაშამდე. მოუთმენლად ველი 16 რიცხვს
    წევრი [?]
    #2 14 თებერვალი 2021 23:45
    0
    უნდა ვაბურთავოთ ბაყაყი ჭამიები
    Culé [?]
    #1 14 თებერვალი 2021 23:38
    7
    ნერვიულობა პიკს აღწევს😈😈
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"