ინტერვიუ უსმან დემბელესთან: პარიზელები რევანშის აღებას ეცდებიან

ინტერვიუ უსმან დემბელესთან: პარიზელები რევანშის აღებას ეცდებიან

"ბარსელონას" ოფიციალურმა არხმა გუნდის 23 წლის შემტევთან, უსმან დემბელესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუში ფრანგი ფეხბურთელი "პარი სენ-ჟერმენთან" მომავალ დაპირისპირებაზე, საკუთარ ჯანმრთელობასა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.

"პარი სენ-ჟერმენი"

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ქამბექი რთულია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი თამაში 0-4 დასრულდა. თუმცა "ბარსამ" ეს ბრწყინვალე ფეხბურთელების წყალობით შეძლო: ნეიმარი, ლეო და ინიესტა. ეს თამაში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა.

პარიზელები ამ დაპირისპირებას რევანშის შესაძლებლობად განიხილავენ, რასაც მედია კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს ყველაფერი თამაშს უფრო დაძაბულსა და სანახაობრივს გახდის.

გასახდელში ყველამ იცის, რომ ურთულესი თამაში გველის. პსჟ ძლიერი გუნდია, ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი.

ფიზიკური მომზადება

როდესაც "ბარსელონაში" გადმოვედი, ფიზიკურად არცთუ ისე ძლიერი ვიყავი, თუმცა სწორი ვარჯიშითა და ფიზმომზადების მწვრთნელების დამსახურებით, ამ მხრივ, საგრძნობლად მოვუმატე.

"ბარსელონაში" ჩემი სათამაშო სტილი შეიცვალა. სათამაშო პოზიციის გათვალისწინებით, უფრო მრავალმხრივ შეტევა და თამაშის დროს ენერგიის დაზოგვა ვისწავლე.

დრიბლინგი და მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა მიყვარს, მაგრამ თანაგუნდელები ყოველთვის მეუბნებიან, რომ მოვიცადო, პასი უკან მივცე ან სხვებს დაველოდო.

ლიონელ მესი

ლეო გენიოსია, ეს ყველამ იცის. იგი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

ის იყო და არის ინსპირაციის წყარო. ჩემთვის, დიდი პატივია, ლეოს გვერდით თამაში. მასთან ერთად თამაში მარტივია, იგი შესანიშნავ პასებს გაძლევს, რითაც კარგ პოზიციაში ხვდები. მისი დიდება არასდროს განმეორდება.

რონალდ კუმანი

კუმანი გუნდს შესანიშნავად უძღვება. ყველა კმაყოფილია იმ სამუშაოთი, რომელსაც იგი ასრულებს. ახლა, სეზონის შუაში ვართ, გვაქვს მიზნები, რომელთა მიღწევაც გვსურს. ტიტულების მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

"ბარსელონა"

ბავშვობიდან, ამ გუნდის ფანი ვიყავი. ამ კლუბის მაისურით, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით, თამაშით ვამაყობ.

"ალავესთან" მატჩი დემბელესთვის საიუბილეო, "ბარსას" რიგებში რიგით მე-100, გახლდათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 თებერვალი 2021 00:46
    3
    ნეტა ეს მანახა ერთი სოლო გოლი გაიტანოს. კი ეკუთვნის რასაც ეს დაჭენაობს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 თებერვალი 2021 23:59
    1
    ბურთი ფეხებთან, რომ გებლანდება ეს სად ისწავლე? უაზრო პასებს, რომ აკეთებ და უწყინარ სიტუაციაში, რომ კარგავ ბურთს ესეც აქ ისწავლე, თუ მოგყვებოდა იქედან?
    Culé [?]
    #2 14 თებერვალი 2021 22:28
    4
    თუ ეს ყველაფერი მართლა დემბელემ თქვა კიდე მაქ ამის იმედი ჯერ laughing ასე დალაგებულად და ლოგიკურად თუ ჩამოაყალიბა აზრი გაზრდილა relaxed მახსოვს, რომელი ფეხით ურთყამოზე ვერ სცემდა ლოგიკურ პასუხს.
    Culé [?]
    #1 14 თებერვალი 2021 20:41
    8
    ლაპარაკი კი ცოდნია ყმაწვილს laughing ტრინკაუს ასეთი აფეთქება აუწვავს და თამაშზე ჭკუის დატანებას აიძულებს მემგონი ამ ვაჟბატონს რაც ძაან კაი იქნება, მერე ფატიც დაბრუნდება და ის კიდე ცალკე თავის ტკივილი იქნება ამისთვისაც და გრიზმანისთვისაც kissing_heart
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"