მაურისიო პოჩეტინო: "ბარსელონა" გამარჯვებისთვისაა შექმნილი

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბარსელონასთან" დაპირისპირების წინ კომენტარს აკეთებს.
"პარი სენ-ჟერმენს" გასულ წელს შესაძლებლობა ჰქონდა [ჩემპიონთა ლიგის მოგება] მიეღწია იმ მიზნამდე, რაზეც 50 წელია ოცნებობს. ჩვენ კიდევ ერთი შანსი გაგვიჩნდა. რათა საქმეები კარგად წარიმართოს, ნაბიჯ-ნაბიჯ სვლაა საჭირო. ყველაფერი რთული იქნება, თავდაპირველად "ბარსელონას" უნდა შევხვდეთ.
მე ვაკვირდებოდი "ბარსელონას" ევოლუციას კუმანის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად ამას სახლიდან, ლონდონში ვაკვირდებოდი. გასაგებია, რომ გუნდი ახალ თავს იწყებს. რონალდ კუმანი მოსვლის დღიდან მუშაობს, რათა გუნდმა მაქსიმუმს მიაღწიოს. ახლა, შვიდი თვის შემდეგ რონალდმა იდეები გააცოცხლა და გუნდმა იცის, რა სურს მწვრთნელს. მე ვხედავ შეკრულ კოლექტივს მკაფიო იდეებითა და საოცარი ფეხბურთელებით.
ამ გუნდს ბრძოლა შეუძლია და შექმნილია გამარჯვებისთვის. მათი აზროვნება გამარჯვებისკენაა მიმართული, ისევე, როგორც ყველა დიდი კლუბის. იგივე სიტუაციაა პსჟ-შიც - ჩვენც გვსურს ბრძოლა და გამარჯვება.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მკაფიო სქემები და იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევუტიოთ და როგორ შევუშალოთ ხელი შეტევაში "ბარსელონას". ვიმედოვნებთ, მოთამაშეები თავიანთ საქმეს შეასრულებენ.",
- პოჩეტინოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]