ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 თებერვალს მოხდა.
თამაშები
14 თებერვალს "ბარსელონას" 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1934 წელი
"ლეს კორტსზე", ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დროს კატალონიის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანეთის ნაკრებმა 2-0 მოიგო.
1943 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "კასტელონი" 7-1 გაანადგურა. გოლები მარტინმა (4), ესკოლამ, სესარმა და ბრავომ გაიტანეს.
1945 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ხუან კარლოსი. 1968-1975 წლები მან "ბლაუგრანას" მაისურით 209 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.
1953 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჰანს კრანკლი. 1978-1981 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 60 თამაში ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. "ბარსელონაში" კრანკლმა ესპანეთის თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო.
1958 წელი
დაიბადა "ბარსელონა ბ-სა" (2003-2005) და კატალონიის ნაკრების (2005-2009) ყოფილი მწვრთნელი პერე გრატაკოსი.
1960 წელი
"ბარსელონამ" ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ლას პალმასი" 8-0 გაანადგურა. ეულოხიო მარტინესმა 5 გოლი გაიტანა, სუკომ, ვერგესმა და ოლიველიამ კი თავი თითოჯერ გამოიჩინეს.
1971 წელი
"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" "რეალ მადრიდის" გამარჯვებით, ანგარიშით 0-1 დასრულდა.
1999 წელი
"ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" "კამპ ნოუზე" 3-0 გაანადგურა. 2 გოლი "რეალ მადრიდიდან" გადმოსულმა ლუის ენრიკემ გაიტანა, ერთხელ კი თავი რივალდომ გამოიჩინა.
2001 წელი
გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1935-37, 1941-44) და მწვრთნელი (1956-58) დომენეკ ბალმანია.
2009 წელი
"ბეტისთან" 2-2 ჩატარებულ შეხვედრაში სამუელ ეტო’ომ "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში თავისი 99-ე და მე-100 გოლები გაიტანა. ის შეხვედრა ტიერი ანრისთვის ლა ლიგაში 50-ე გამოდგა.
2016 წელი
"კამპ ნოუზე" ჩატარებულ ლა ლიგის ლეგენდარულ მატჩში "ბარსელონამ" "სელტა" 6-1 გაანადგურა. გოლები სუარესმა (3), მესიმ, ნეიმარმა და რაკიტიჩმა გაიტანეს. ეს სწორედ ის თამაშია, როდესაც "ბარსამ" თერთმეტმეტრიანი გაათამაშა.
2017 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენთან" ანგარიშით 0-4 განადგურდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]