ვიქტორინა - თებერვლის მე-2 ტურის კითხვები

ვიქტორინა - თებერვლის მე-2 ტურის კითხვები

Barcamania.ge-ზე ვიქტორინა და მაისურის გათამაშება გრძელდება. დღეს შემოგთავაზებთ თებერვლის თვის ვიქტორინის მე-2 ტურის კითხვებსა და პირველი ტურის პასუხებს.

მე-2 ტურის კითხვები

  1. ჩამოთვალეთ ყველა ნომერი, რომლითაც კარლეს პუიოლს "ბარსელონას" პირველ გუნდში უთამაშია. - 2 ქულა
  2. რამენჯერ აქვს "ბარსელონას" გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდს ესპანეთის სუპერ თასი მოგებული? - 4 ქულა
  3. ვის წინააღმდეგ გამართულ მატჩებში აქვს ლეო მესის ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გაკეთებული? - 6 ქულა
  4. რისი გერბი ჰქონდა "ბარსელონას" პირველ ფორმას? - 8 ქულა
  5. ყველაზე მეტი რამდენი მოგება ჰქონია "ბარსელონას" ერთ სეზონში? - 10 ქულა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიქტორინის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მომხმარებლების გახარების გარდა, არის მათთვის საინტერესო და უცნობი ფაქტების გაცნობა. ამის გამო ხშირად გვექნება რთული კითხვები.

ვიქტორინის წესები

  • გათამაშება იმართება მხოლოდ "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის;
  • თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
  • გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
  • მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
  • პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს "ვიქტორინის პასუხები", ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
  • მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
  • პირველ ადგილზე გასულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
  • კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ კითხვაშივე იქნება მითითებული;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.

Barcamania-ს გათამაშებების შესახებ დეტალურად.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #10 15 თებერვალი 2021 23:17
    0
    მესამე შეკითხვა მართლა რთული აღმოჩნდა, რეალურად სხვა საიტზე ვნახე პასუხი, მაგრამ სანამ ბარსამანიაზეც არ მივაკვლიე, ვერ დავრწმუნდი. რთული მისაკვლევი კია.
    ადმინისტრატორი [?]
    #9 15 თებერვალი 2021 18:25
    1
    ციტატა: საბა მიქელაძე
    მეხუთე კითხვაში ენრიკე გონსალესი ხო ითვლება? worried

    რა თქმა უნდა, ითვლება.
    ფანი [?]
    #8 15 თებერვალი 2021 16:16
    0
    მეხუთე კითხვაში ენრიკე გონსალესი ხო ითვლება? worried
    ადმინისტრატორი [?]
    #7 15 თებერვალი 2021 13:22
    0
    ციტატა: nika 54
    ყველაზე საინტერესო შეკითხვაა: ვის წინააღმდეგ გამართულ მატჩებში აქვს ლეო მესის ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გაკეთებული? აი ეს ინფორმაცია სად უნდა არსებობდეს. ვერსად ვნახე.

    იმედია არ ელოდებით, რომ ჩვენ გიკარნახებთ smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 თებერვალი 2021 00:37
    0
    ყველაზე საინტერესო შეკითხვაა: ვის წინააღმდეგ გამართულ მატჩებში აქვს ლეო მესის ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გაკეთებული? აი ეს ინფორმაცია სად უნდა არსებობდეს. ვერსად ვნახე.
    ადმინისტრატორი [?]
    #5 15 თებერვალი 2021 00:10
    0
    ციტატა: me da barca
    გორგოლაჭებიანი ჰოკეი რა შუაშია? მარტო ფეხბურთზე მეგონა კითხვები.

    კითხვები არის ბარსელონაზე
    ფანი [?]
    #4 14 თებერვალი 2021 23:46
    0
    ციტატა: barcaman
    ციტატა: Always cule
    წინა ტურის ბოლო კითხვაზე ადრე წავიკითხე "quin" სადღაც პასუხი და დავწერე ქუინი ქართულად და თურმე კინი იკითხება და ჩამეთვლება თუ არა?

    ქუინი ვისაც ეწერა ყველას ჩაეთვალა


    გასაგებია, მადლობა გამოხმაურებისთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 თებერვალი 2021 23:46
    0
    გორგოლაჭებიანი ჰოკეი რა შუაშია? მარტო ფეხბურთზე მეგონა კითხვები.
    ადმინისტრატორი [?]
    #2 14 თებერვალი 2021 23:36
    1
    ციტატა: Always cule
    წინა ტურის ბოლო კითხვაზე ადრე წავიკითხე "quin" სადღაც პასუხი და დავწერე ქუინი ქართულად და თურმე კინი იკითხება და ჩამეთვლება თუ არა?

    ქუინი ვისაც ეწერა ყველას ჩაეთვალა
    ფანი [?]
    #1 14 თებერვალი 2021 20:37
    0
    წინა ტურის ბოლო კითხვაზე ადრე წავიკითხე "quin" სადღაც პასუხი და დავწერე ქუინი ქართულად და თურმე კინი იკითხება და ჩამეთვლება თუ არა?